თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მთელ მსოფლიოში ქვეყნის სიამაყეა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ გავრცელებულ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მცირეწლოვან მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობის შესახებ კომენტარისას.
დაზარალებულებმა ჯერ კიდევ 2014 წელს უამბეს გაეროს წარმომადგენლებს უცხოელი სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაუპატიურების ფაქტებზე, რომელთაგან სამმა ქართველ ჯარისკაცებს დაადო ხელი. აღნიშნული ინფორმაცია დღეს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ზეიდრაად ალ ჰუსეინმა (Zeid Ra’ad Al Hussein). გაავრცელა.
„დღეს ბევრი ინფორმაცია მივიღეთ ჩვენი მისიებისგან, რომლებითც ჩვენ ვამაყობთ, იმიტომ რომ ქართველი ჯარისკაცები ჩვენი სიამაყეა და ჩვენ მათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დემონსტრირებას ვუკეთებთ“, — განაცხადა მარგველაშვილმა მედიასთან უშიშროების საბჭოს დასრულების შემდეგ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.
„დაველოდოთ გამოძიებას და მის შედეგებს“, — განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია საქმე უმოკლეს ვადაში ობიექტურად იყოს გამოძიებული და ყველა დამნაშავე სათანადოდ იყოს დასჯილი მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანას წარმოადგენენ და რა ენაზე საუბრობენ ისინი.
„დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრებათ კონკრეტულ პირებს, ვინც ჩაიდინა ქართველი სამხედრო მოსამსახურისათვის უღირსი ქმედება, შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი სამხედროების სახელსა და რეპუტაციას“,
თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, გამოძიების დამთავრებამდე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ჩამოშორებულია ყველა ის პირი, რომელთა პირდაპირი მოვალეობაც იყო 2014 წლის ფაქტების გამოძიება.
ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიაში 2014 წლის შუა პერიოდიდან მონაწილეობენ.