საქართველო თავისი შეიარაღებული ძალების პრესტიჟის დაცვას აპირებს

© photo: Sputnikქართველი სამხედროები
ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების დასრულებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა ყველა ის პირი, რომლის პირდაპირი ვალდებულება იყო 2014 წლის ფაქტების გამოძიება.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების პრესტიჟი უნდა დავიცვათ, განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარის  ზეიდ რაად ალ ჰუსეინის მიერ  პარასკევს გაავრცელებული განცხადების კომენტირებისას,  იმაზე, რომ 2014 წელს დაზარალებულმა ცენტრალური აფრიკის მოქალაქეებმა,  გაეროს წარმომადგენლებს მოუთხრეს უცხოელი სამხედროების მხრიდან გაუპატიურების ფაქტებზე. ამასთან სამმა დაზარალებულმა ქართველ სამხედროებზე მიუთითა. 

ქართული არმია - Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტრო CAR–ის მოქალაქეების გაუპატიურების საქმეს იძიებს

გამოძიება უნდა დასრულდეს, ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვაკვირდებით, გამოძიება სრულფასოვნად უნდა ჩატარდეს და შემდგომ თუ ვინმე იქნება დასასჯელი აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობა. მთავარია დავიცვათ ჩვენი სამხედროების პრესტიჟი. ყველა სამხედროს, ყველა ოფიცრის უფლება დაცული უნდა იყოს და ამ კონტექსტში ჩვენ დასკვნებს გამოძიების დასრულების შემდეგ გავაკეთებთ“, — თქვა სესიაშვილმა. 

გამოძიების დასრულებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა ყველა ის პირი, რომლის პირდაპირი ვალდებულება იყო 2014 წლის ფაქტების გამოძიება. 

ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით სამშვიდობო მისიაში 2014 წლის ივლისიდან იღებენ მონაწილეობას. 

 

ყველა ახალი ამბავი
0