თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონ „ალფას“ ასეული „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისთვის უკვე მზადაა. ქართველი სამხედროები გერმანიიდან დაბრუნდნენ, სადაც სწრაფი რეაგირების ძალების წვრთნები დაასრულეს, იუწყება ოთხშაბათს, 17 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
”ეს ასეული გერმანიაში ხუთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ დროის განმავლობაში მათ ყველა საჭირო მეცადინეობა და წვრთნა გაიარეს, რაც შემდეგ ავღანეთში მისიაში მონაწილეობისთვის დასჭირდებათ”, — განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ, რომელიც ქართველ ჯარისკაცებს ”ალექსეევკას” სამხედრო აეროდრომზე დახვდა.
”ალფას” პირადი შემადგენლობა ”მტკიცე მხარდაჭერის” მისიას (Resolute Support) ავღანეთში ივლისის თვეში შეუერთდება. ისინი გერმანიის ქვედანაყოფის შემადგენლობაში მაზარი-შარიფში იმსახურებენ.
მისია ”გადამწყვეტი მხარდაჭერა” ავღანეთში, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ოპერაციის სამხედრო სტადიის დასრულების შემდეგ, 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. 2015 წლის დასაწყისში ქაბულში, ყანდაგარში, გერატში, მაზარი-შარიფში დაახლოებით 12 ათასი ადამიანი განათავსეს. მისია საბრძოლო არ არის — ნატოს სამხედროებს შეუძლით თავდაცვა, მაგრამ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან ერთად საომარ მოქმედებებში არ ჩაერთვებიან.