ესკინი: რუსეთი ჯერ კიდევ 93–ში შეცდა, როდესაც სეპარატისტებს გაამარჯვებინა აფხაზეთში

© FB/ David.Aidelmanავიგდორ ესკინი
ავიგდორ ესკინი - Sputnik საქართველო
გამოწერა

პოლიტოლოგსა და პუბლიცისტ ავიგდორ ესკინს მიაჩნია, რომ ელცინმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც აფხაზეთში სეპარატისტების გამარჯვება არ აღკვეთა. მისი აზრით, ასე რომ მომხდარიყო, რუსეთი ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომსაც თავიდან აიცილებდა. 


რობინზონ ნაჭყებია

პოლიტოლოგი Sputnik–ის კორესპონდენტისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსეთის მიერ საქართველოსთან ურთიერთობაში დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს და იმ მიზეზებსაც ასახელებს, თუ რატომაა ჩვენი ქვეყანა ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო კავკასიაში.

სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

— თქვენი აზრით, რა ადგილი უკავია საქართველოს მსოფლიოში გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში?

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი: ქვეყნის სპეცსამსახურები პანკისში არსებულ ვითარებას სრულად აკონტროლებენ

— საქართველოზე საუბარი იმის აღნიშვნით მსურს დავიწყო, რომ ეს განსაცვიფრებელი კულტურის ქვეყანა, სრულიად განსაკუთრებული მარგალიტია მსოფლიო რუკაზე. რაც შეეხება საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას, ის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვრავს კიდეც რეგიონის სტაბილურობას…

მაგალითად ავიღოთ პანკისის ხეობა. ახლა უკვე ხმამაღლა და ღიად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ თურქული სპეცსამსახურები, რომლებსაც ხელი მიუწვდებოდათ იქაურობაზე, ამ ტერიტორიას ჩეჩნეთსა და დაღესტანში რადიკალი ისლამისტების ჩასანერგად იყენებდნენ და ისინიც მთელ ამ რეგიონს შიშის ზარს სცემდნენ…

აბსოლუტურად გასაგებია, რომ ჩვენი შემდეგი თემა მთიანი ყარაბაღი იქნება, სადაც თავიდან აფეთქებული კონფლიქტი რუსეთმა წარმატებით ჩააქრო, მაგრამ არა საბოლოოდ — შეიარაღებული დაპირისპირება შესაძლოა ნებისმიერ დროს განახლდეს. და სწორედ ამ ფონზე ჩანსზ, რომ საქართველო თავისი სტაბილურობის პოტენციალის რეალიზებას იწყებს…

— თქვენი აზრით, როდის დადგა გარდატეხის მომენტი, ანუ როდის დაიწყო საქართველომ სტაბილურ, განვითარებულ სახელმწიფოდ გარდაქმნა?

— ის, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მოხდა, არის კიდეც პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაცია: როცა ხელისუფლება ყოველგვარი „ნარინჯისფერი რევოლუციის“ გარეშე იცვლება, როცა პატიმრებს ციხეებში ნორმალური პირობები აქვთ შექმნილი და არ აწამებენ, როცა სახელმწიფო არ არის დაკავებული რეკეტით, როცა ყველას ერთ ქვაბში არ ხარშავენ. თქვენში დღეს თავისუფლებისა და დემოკრატიის საკმაოდ მაღალი დონეა…

ივანიშვილმა მოახერხა საქართველოში ვითარების სტაბილიზაცია. სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ პოლიტიკური მოძრაობა საქართველოში საპარლამენტო ბრძოლისკენაა მიმართული, იდეოლოგიური ბრძოლისკენ, მაგრამ არავის სურს გამეორდეს წარსული: არც ის, როდესაც შევარდნაძემ გამსახურდია ავტომატების დახმარებით შეცვალა და არც ის, როდესაც სააკაშვილი ამერიკული „ნარინჯისფერი“ ტექნოლოგიების მეშვეობით მოვიდა ხელისუფლებაში.

სამწუხაროდ, ეს მოსკოვის ერთ–ერთი შეცდომა იყო, იმიტომ რომ ამას დადებითად შეხვდნენ. საერთოდ, მოსკოვი ხშირად უშვებს შეცდომას საქართველოს მიმართ. სწორედ ამ შეცდომების სერიამ მიგვიყვანა 2008 წლის შეიარაღებულ კონფლიქტამდე საქართველოსა და რუსეთს შორის, რაც, ჩემი აზრით, თქვენი ქვეყნისთვის აბსოლუტურად დაუშვებელი სიგიჟეა და რაც მთავარია, დაუშვებელია ისტორიულად.

— ანუ 2008 წლის ომი სიგიჟე იყო?

— მე ამ თემით დავინტერესდი და კიდეც ვსწავლობდი, მაგრამ ვერანაირ რაციონალურ პასუხს ვერ გაგცემთ, ვერ ავხსნი საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის ნაბიჯებს. არანაირი ილუზია არ მაწუხებს ცალკეული ცხინვალელი პერსონაჟების, მათ შორის, არც თავად ედუარდ კოკოითის ქმედებების თაობაზე. დიახ, „სამხრეთ ოსეთში“ ნამდვილად დაიცხრილა ქართული სოფლები…

მაგრამ რუსეთის სამშვიდობო ძალების ნაწილებზე თავდასხმა, რომლებიც არანაირად არ მონაწილეობდნენ ქართული სოფლების დაცხრილვაში — ეს შეცდომა იყო.

პუტინი - პირდაპირი ეთერი - Sputnik საქართველო
პუტინი: საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის დაკარგვა სააკაშვილის ბრალია

რაც მთავარია, მაქვს შეკითხვა: რატომ? რუსეთი ხომ არანაირად არ გაჩერდებოდა რეაგირების გარეშე? საერთოდ, ვერავინ მოითმენდა ამას. ამიტომ, როგორც არ უნდა ვეცადო სხვადასხვა სახის დეტალებში გარკვევას, სიგიჟის მეტს ამას მაინც ვერაფერს დავარქმევ.

— ასეა თუ ისე, ომი იყო. საქართველოს ორი რეგიონი რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, საქართველომ კი ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებად ცნო. თქვენი აზრით, რა პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველომ ამ რეგიონების მიმართ?

— მოსკოვში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ 1993 წელს ელცინმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც აფხაზ სეპარატისტებს ჩეჩენი ბოევიკების დახმარებით უბრალოდ კი არ გაამარჯვებინა, არამედ საკუთარი სახლებიდან გააძევებინა 300 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე. ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აფხაზეთის ომი, ასე თუ ისე, „მხედრიონის“ უგუნური ნაბიჯებითაც იყო განპირობებული. რუსეთი, მიმაჩნია, რომ შეცდა 93–ში. მან არ აღკვეთა სეპარატისტების გამარჯვება აფხაზეთში. არადა, ასე რომ მოქცეულიყო და ბასაევის ბანდებს გასწორებოდა, შესაძლოა ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომიც თავიდან აგვეცილებინა. თავად სეპარატიზმის გამარჯვების იდეა აფხაზეთიდან დაიწყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რახან ტერიტორიის „ახევა“ ისეთი ქმედებებითაა შესაძლებელი, როგორიცაა 300 ათასი მშვიდობიანი მოქალაქის გაძევება, მაშინ არ უნდა გვიკვირდეს ის, რაც ჩეჩნეთში რუსებთან დაკავშირებით მოხდა.

კრემლს ეს რუსეთის ინტერსებიდან გამომდინარე უნდა აღეკვეთა, იმიტომ რომ მერე სეპარატიზმმა თავად რუსეთს დაარტყა…

სამწუხაროა, რომ საქართველო ერთი პერიოდი რუსეთის მიმართ უგუნურ პოლიტიკას ატარებდა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ქვეყანა მხარს უჭერდა ნებისმიერ ანტირუსულ ინიციატივას.

— იქნებ რუსეთზე განაწყენების გამო?

— რუსეთზე წყენა ვერ გაამართლებს ჰიტლერის მხარდაჭერას. ძალიან ბევრი ადამიანი იყო გაბრაზებული სტალინზე… მაგრამ ეს არ ამართლებს ჰიტლერისა და ნაციზმის მხარდაჭერას. ის ხალხი, ვინც ყირიმში არსებულ ვითარებას აფხაზეთისას უტოლებს, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს ინტერესებს. საქმე ისაა, რომ ყირიმში 90%-ზე მეტს რუსეთთან შეერთება სურდა… აფხაზეთში კი მკვიდრი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მის ფარგლებს მიღმა აღმოჩნდა. აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა. ზოგიერთი ანტიეროვნული ძალა, იმისათვის რომ რუსეთს ავნოს, ცდილობს პარალელი გაავლოს ამ ორ მოვლენას შორის…

საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა. მიუხედავად მთელი ამ კონფლიქტისა, ქართველები რუს ტურისტებს ბევრად უკეთ ეპყრობიან, ვიდრე აფხაზები. იმიტომაც ჩამოდიან საქართველოში და იმიტომაც იქცევიან ხაზგასმულად დელიკატურად და კეთილგანწყობილებიც იმიტომ არიან.

იმის თქმა მსურს, რომ ქართველი და რუსი ხალხის ურთიერთობა შესაძლოა გამოდგეს კიდეც იმის ნიმუშად, როგორ უნდა წარიმართოს შემდგომი ურთიერთობები ქვეყნებს შორის.

გერგეთი - Sputnik საქართველო
The Telegraph–მა საქართველო განვითარებადი ტურიზმის ქვეყნების ტოპ–ათეულში შეიყვანა

რაც შეეხება აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ დევნილების დაბრუნებას, ბუნებრივია, ეს ნებისმიერი შემდგომი ცვლილების ნაწილი უნდა იყოს. და ეს შესაძლებელი მაშინ გახდება, როცა საქართველო რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენს.

— როგორ წარმოგიდგენიათ ეს? როგორ აღადგენს საქართველო რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს, როდესაც რუსეთს საელჩოები აქვს გახსნილი სოხუმსა და ცხინვალში?

—  საქართველოს არ შეუძლია, არ აღადგინოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, მიუხედავად უსამართლობისა და უკმაყოფილების ხარისხისა, რომელიც აქვს ქართველ ხალხს. თქვენი ქვეყანა სადღაც, პირენეებში რომ იყოს, ან ბალკანეთზე, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გონივრულობაზე მსჯელობა. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს რუსეთში საკუთარი,  1 მილიონ 200 ათას კაციანი დიასპორა ჰყავს, რომ რუსეთი ჩრდილოეთ მეზობელია…

დღეს რუსეთში ძალიან წახალისებულია რუსი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლა, ოფიციალური მედიითაც კი. საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესება ყველა მხრიდან წახალისებულია.

— არ გეჩვენებათ, რომ ეს მხოლოდ გარკვეულ დრომდე გაგრძელდება, ანუ რუსეთსა და საქართველოს შორის ისევ გაირბენს შავი კატა?

— არა მგონია. ეს შეუქცევადი პროცესია… რაღა თქმა უნდა, რუსეთი ვიზებს გააუქმებს. ეს უკვე განაცხადა პრეზიდენტმა.

— მაგრამ კარასინმა თქვა, რომ რუსეთს ჯერ არ შეუძლია სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოსთან.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: რუსეთი საქართველოსთვის ვიზებს ვერ გააუქმებს

— ამას კარასინი კი არ წყვეტს, არამედ პრეზიდენტი. ვფიქრობ, ის შეძლებს კარასინისა და კიდევ იმ ხალხის დარწმუნებას, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უშუალო დირექტივების კორექტირება შეუძლიათ. ასეთები ყველა ქვეყანაში არიან… ვფიქრობ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოსკოვს ბუნებრივად გაუწვდიან ხელს და დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება. როგორ განვითარდება შემდგომი ურთიერთობები, აბსოლუტურად გასაგებია, იმიტომ რომ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, კონფედერაციის წინააღმდეგი არ ვარო. ოღონდ ის ელის, რომ საქართველო უშუალოდ, თავად მოელაპარაკება აფხაზებსა და ოსებს.

— განა ეს საფრთხეს არ შეუქმნის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს?

— თქმა არ უნდა, რუსეთი ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ საქართველო ნატოს წევრი არ გახდეს. მას აქვს შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს ნებისმიერ მეზობელ ქვეყანაზე, რათა ისინი ნატოს წევრები არ გახდნენ… მაგრამ მოსკოვმა უკვე განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება — ეს საქართველოს არჩევანია და მას თავისუფლად შეუძლია ამ მიმართულებით მოძრაობა.

— ანუ, საქართველომ უარი უნდა თქვას ნატოსკენ სწრაფვაზე?

— ვფიქრობ, საქართველოსა და რუსეთს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები იმით დასრულდება, რომ რუსეთი, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ დათმობების სანაცვლოდ, საკუთარ სამხედრო ბაზებს აღადგენს საქართველო–თურქეთის უშალო სიახლოვეს. რუსეთი ამაზე წავა.

ყველა ახალი ამბავი
0