The Telegraph–მა საქართველო განვითარებადი ტურიზმის ქვეყნების ტოპ–ათეულში შეიყვანა

© Flickr/ Ronan Shenhavგერგეთი
გერგეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის ჟურნალისტებმა მოგზაურობის მოყვარულებს თბილისის „დიდებულებაში ჩაფლობა“ ურჩიეს.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველო მეხუთეა იმ ათ ქვეყანას შორის, რომლებშიც გამოცემა The Telegraph–მა ტურიზმის სწრაფი განვითარება და მთლიან შიდა პროდუქტში მისი წილის ზრდა დააფიქსირა.

სვანური კოშკები - Sputnik საქართველო
ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოში მასშტაბური პროექტი იწყება

ტურისტების ნაკადი საქართველოში დინამიკურად იზრდება. მარტო პირველ სამ თვეში ქვეყანას 1.1 მლნ უცხოელი ესტუმრა. ეს იმ ფონზე, როცა ტრადიციული საზაფხულო სეზონი ჯერ არ დაწყებულა.

ტურიზმისა და მოგზაურობების მსოფლიო საბჭოს (WTTC) მონაცემებით, 2015 წელს საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის წილი 19.4%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით.

ჟურნალისტი კლერ ელფრი ტურისტებს ურჩევს, „ჩაეფლონ საქართველოს დედაქალაქის დიდებულებაში“.

„მოდერნის სტილის შენობები და სახლები ტრადიციული, ულამაზესი აივნებით — ეს ისაა, რასაც ზოგიერთები „გახუნებულ ბრწყინვალებას“ უწოდებენ… თუმცა შენდება ახალი სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები, მშვენდება ისტორიული რაიონები… იჩქარეთ იქ ჩასვლა, თორემ სხვები დაგასწრებენ!“ — წერს იგი.

გაზეთს ასევე მოჰყავს ქართული წარმომავლობის ბრიტანელი მომღერლის ქეთი მელუას სიტყვები.

„ეს ისტორიაში ჩაფლული, მიხვეულ-მოხვეულ-ქუჩებიანი ძველი ქალაქია. თბილისი განსაკუთრებულად მომხიბლავია. იქ არც ისე ბევრი ტურისტია, რაც კიდევ უფრო სასურველს ხდის ვიზიტისთვის“, — თქვა მელუამ.

საქართველოს გარდა The Telegraph–ის ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ: მიანმა, ვიეტნამი, ისლანდია, ტანზანია, ტაილანდი, პარაგვაი, კატარი, აზერბაიჯანი და უგანდა.

2015 წელს საქართველოს დაახლოებით 6 მლნ ტურისტი ეწვია. წელს კი ქვეყანაში კიდევ უფრო მეტ სტუმარს ელოდებიან.

ტურისტების რაოდენობის ზრდის კვალდაკვალ იზრდება სფეროს შენატანი სახელმწიფო ბიუჯეტში. 2015 წელს ეს 1.9 მლრდ დოლარი იყო, რაც, წინა წელთან შედარებით, 148 მლნ-ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0