ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოში მასშტაბური პროექტი იწყება

© В. Наверианиსვანური კოშკები
სვანური კოშკები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის მიზანია საქართველოში უცნობი ტურისტული რესურსების აღმოჩენა, შესწავლა, დამუშავება, დაზუსტებული ტურისტული რესურსების განთავსება მობილურ აპლიკაციაში TravelGIS და ვებ პორტალზე www.travelgis.ge სამ ენაზე: ქართულად, ინგლისურად და რუსულად.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ახალი ტურისტული ადგილების შესწავლის მიზნით საქართველოში მასშტაბური პროექტი იწყება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით „ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი TravelGIS” და ტურისტული კომპანია „აღმოაჩინე საქართველო“ ერთობლივ მუშაობას იწყებენ, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახური. 

პროექტის განხორციელების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, „ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრის“ თავმჯდომარემ კონსტანტინე აბულაძემ და „აღმოაჩინე საქართველოს“ დირექტორმა ნინო კეკელიძემ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

ქართლის დედა - Sputnik საქართველო
თბილისი 2016 წლის მთავარი ტურისტული მიმართულებების სიაშია
 

„პროექტის მიზანია საქართველოში უცნობი ტურისტული რესურსების აღმოჩენა, შესწავლა, დამუშავება, დაზუსტებული ტურისტული რესურსების განთავსება მობილურ აპლიკაციაში TravelGIS და ვებ-პორტალზე www.travelgis.ge სამ ენაზე: ქართულად, ინგლისურად და რუსულად“, — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

პროექტი ითვალისწინებს ტურიზმის სფეროში თვითდასაქმებული ადამიანების კონსულტაციას, ტრენინგებს და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით. ადგილობრივი მოსახლეობისთვის პროექტში ჩართვა უსასყიდლოა.


ყველა ახალი ამბავი
0