თბილისი, 11 მარტი — Sputnik. გამოცემა National Geographic Traveler–მა თბილისი 2016 წლის მთავარი ტურისტული მიმართულებების ტოპ–ოცეულში შეიყვანა, — იუწყება პორტალი Travel.ru. National Geographic Traveler–ზე დაყრდნობით.
სიაში ის ოცი ქვეყანაა შესული, რომლების მონახულებასაც ურჩევენ ტურისტებს წელს. საქართველოს გარდა სიაში ასევე შევიდა თათრეთის ქალაქი–კუნძული სვიაჟსკი, სევასტოპოლი, კოლის ნახევარკუნძულზე მდებარე სოფელი ტერიბერკა, ბაიკალის ბარგუზინსკი ნაკრძალი, ბუდაპეშტი (უნგრეთი), გლაზგო (შოტლანდია), ნიუ–იორკი (აშშ), სერბია და ბურგუნდია (საფრანგეთი), ფლანდრია (ბელგია), კალაბრია (იტალია), ირანი, ფილიპინები, კონდაოს არქიპელაგი (ვიეტნამი), ეთიოპია, დელტა ოკავანგო (ბოტსვანა) ბოლივია და კუბა.
NG Traveler–ი წერს, რომ თბილისში საათობით შეიძლება სეირნობა, უძველეს ეკლესიებში ფრესკების თვალიერება, ღვინის დუქნებში შესვლა, ეროვნულ გალერეაში ფიროსმანის ნამუშევრების დათვალიერება და მარიონეტების თეატრის წინ მდებარე პაწაწა კოშკის სარკმელში საათში ერთხელ წარმოდგენის ნახვა.
საქართველო, გამოცემის აზრით, ერთ–ერთია იმ ქვეყანათა შორის, რომელში მოგზაურობაც ბიუჯეტისთვის ზიანის მიუყენებლად არის შესაძლებელი.