საქართველო ტურისტებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ვიზიტორი-ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი - 113,8 ათასი (ზრდა 41,9%). მეორე და მესამე ადგილზე - თურქეთი 92 ათასი (ზრდა 12,2%) და სომხეთი - 75 ათასი ვიზიტორით (ზრდა 7,5%).

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველო თებერვლის თვეში 120 ათასზე მეტმა ტურისტმა მოინახულა, რაც 19%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.
ორი თვის განმავლობაში საქართველოში 236 584 ტურისტი იმყოფებოდა.

2016 წლის თებერვლის თვეში საქართველოში ვიზიტორთა საერთო რაოდენობამ 360,4 ათასი შეადგინა, რაც 23,9%-ით მეტია გასულ წელთან შედრებით. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით კი, საქართველოს 683 561 ვიზიტორი ეწვია.

თბილისი - Sputnik საქართველო
როსტურიზმი:საქართველო სულ უფრო პოპულარული ხდება რუსეთის მოქალაქეებისათვის

თებერვალში საქართველოს ვიზიტორი-ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი — 113,8 ათასი (ზრდა 41,9%). მეორე და მესამე ადგილზე — თურქეთი 92 ათასი (ზრდა 12,2%) და სომხეთი — 75 ათასი ვიზიტორით (ზრდა 7,5%).

რუსეთიდან საქართველოს აღნიშნულ პერიოდში 43,1 ათასი ადამიანი ეწვია (ზრდა 29,2%).

ყველა ახალი ამბავი
0