როსტურიზმი:საქართველო სულ უფრო პოპულარული ხდება რუსეთის მოქალაქეებისათვის

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როსტურიზმმა თბილისში ძირითადი რუსული კურორტების პრეზენტაცია ჩაატარა, ხოლო ტუროპერატორთა და ჟურნალისტთა ჯგუფი რუსეთიდან გაეცნო საქართველოს ტურისტულ ობიექტებს.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. 2015 წელს საქართველოს ეწვია 925 ათასი რუსეთის მოქალაქე და მომავალში მათი რიცხვი აუცილებლად გაიზრდება, განაცხადა ტურიზმის რუსეთის ფედერალური სააგენტოს (როსტურიზმის) ხელმძღვანელის მოადგილემ რომან სკორიმ,რომელიც საქართველოში იმყოფება.მასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა ტუროპერატორებისა და ჟურნალისტების 30 კაციანი ჯგუფი. ისინი ათვალიერებენ ღირსშესანიშნაობებს თბილისში, კახეთში, მცხეთასა და გუდაურში. ვიზიტის მსვლელობისას როსტურიზმის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ქართველი კოლეგებისათვის რუსეთის კურორტების პრეზენტაცია.

„თითქმის მილიონმა ადამიანმა (რუსეთიდან)აირჩია საქართველო დასასვენებლად და ეს უფრო პოპულარული ხდება…ამის გარდა, რუსეთის რეგიონებს სურთ იხილონ ქართველი ტურისტები რუსეთში. რუსეთის თითქმის ყველა რეგიონში შექმნილია ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, ამიტომ იზრდება ტურისტთა რაოდენობა, რომლებიც სტუმრობენ რუსეთს და მომავალში ჩვენ ველოდებით ქართველ ტურისტებსაც“,-განაცხადა სკორიმ.

დღევანდელი მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ესტუმრონ საქართველოს უვიზოდ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ვიზები რუსეთში ვიზიტისთვის. სკორი მიიჩნევს, რომ ორ ქვეყანას შორის სავიზო საკითხის გადაწყვეტის შემდეგ ტურისტთა ნაკადი არსებითად გაიზრდება.

„რუსეთის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გაუმჯობესებასა და გამარტივების შესახებ, ამიტომ მე ვფიქრობ,რომ პროცესი გაგრძელდება და უახლოეს მომავალში იქნება ან მარტივად მისაღები ტურისტული ვიზა, ან იმედი გვაქვს,რომ იქნება უვიზო რეჟიმი.მაშინ ბევრი ქართველი ტურისტი შეძლებს ეწვიოს რუსეთს ტურისტული მიზნებით“,-აღნიშნა სკორიმ და ხაზი გაუსვა იმას, რომ დაინტერესება რუსეთში საქართველოს კურორტებით ძალიან დიდია.

როსტურიზმის უფროსის მოადგილემ აღნიშნა,რომ მიმდინარეობს საქართველოსა და რუსეთს შორის ტრადიციულად არსებული კულტურული,ისტორიული და რელიგიური ურთიერთობების აღდგენა. 

„ჩვენ დაინტერესებული ვართ იმით, რომ რუსებმა გაიცნონ საქართველო, ხოლო ქართველებმა-რუსეთი. სწორედ ამ მიზნით ჩვენ ჩავატარეთ საქართველოში ძირითადი რუსული კურორტების პრეზენტაცია“,-ხაზი გაუსვა სკორიმ.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: რუსეთი მზადაა აღადგინოს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა

საქართველომ გაწყვიტა რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვის მიერ 2008 წლის აგვისტოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა,რომლებიც მოვიდნენ ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად, დაასახელეს საგარეო პოლიტიკის ერთერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზება. ამასთან ერთად საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ არ წავა დათმობებზე ტერიტორიული მთლიანიბის საკითხში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 17 დეკემბერს განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა გააუქმოს საქართველოსთან სავიზო რეჟიმი.

23 დეკემბრიდან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაამარტივა საქართველოს მოქალაქეთათვის ვიზების მიღების პირობები.


ყველა ახალი ამბავი
0