კარასინი: რუსეთი საქართველოსთვის ვიზებს ვერ გააუქმებს

© RIA Novostiგრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსულმა მხარემ გადაწყვიტა იმ პირთა წრე გააფართოვოს, რომელთაც რუსეთში საქართველოს მოქალაქეების მიწვევა შეუძლიათ, მაგრამ ვიზების გაუქმებაზე საუბარი ჯერ არ არის, განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ამ ეტაპზე რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გეგმავს, განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის წინ.

პრაღა - Sputnik საქართველო
აბაშიძე და კარასინი პრაღაში სავიზო საკითხებსა და სატრანსპორტო პროექტებს განიხილავენ

ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა უვიზოდ შეუძლიათ, თუმცა საქართველოს მოქალაქეებმა რუსეთში ვიზიტისთვის ვიზები უნდა მიიღონ.

„საქართველომ გააუქმა (სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის) — ეს მისი სუვერენული უფლებაა. ჩვენ ამის გაკეთება, რიგი მოსაზრებების, მათ შორის უსაფრთხოების გამო, არ შეგვიძლია… აქეთ უნდა წავიდეთ, (სავიზო რეჟიმის გაუქმებისკენ), მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს“, — განაცხადა კარასინმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბოლო დროს რუსულმა მხარემ გადაწყვიტა, გააფართოვოს იმ პირთა წრე, რომელთაც რუსეთში საქართველოს მოქალაქეების მიწვევა შეუძლიათ.

„წელიწადში უკვე დაახლოებით 25 ათას ვიზას გავცემთ და ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება“, — განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

2015 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 23 დეკემბრიდან რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს გაამარტივებს და მომავალში მის გაუქმებას არ გამორიცხავს.

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ  გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წელს არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს.

ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს. შეხვედრის ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, მასზე ვაჭრობის, ტრანსპორტისა და კულტურილ-ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთობის საკითხი.


ყველა ახალი ამბავი
0