აბაშიძე და კარასინი პრაღაში სავიზო საკითხებსა და სატრანსპორტო პროექტებს განიხილავენ

© photo: Sputnik / Алексей Даничев / გადასვლა მედიაბანკშიპრაღა
პრაღა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლები გრიგორი კარასინი და ზურაბ აბაშიძე შეხვედრაზე ეკონომიკურ, სავაჭრო და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავენ.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პრაღაში დაგეგმილ შეხვედრაზე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებსა და რუსეთ-საქართველოს შორის სატრანსპორტო პროექტებს განიხილავენ. 

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: რუსეთი კონფლიქტების გადაჭრის მაგალითი უნდა გახდეს

„შეხვედრა 16 მარტს გაიმართება, რომელზეც ტრადიციულ საკითხებს განვიხილავთ, როგორიცაა ჰუმანიტარული, ეკონომიკური, სავაჭრო და სხვა საკითხები“, — განუცხადა აბაშიძემ სააგენტო „რია ნოვოსტის“.

მისი სიტყვებით, ენერგეტიკული საკითხებს, კერძოდ, საქართველოს ხელისუფლების რუსულ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებას მხარეები არ განიხილავენ. „ეს ენერგეტიკის სამინისტროს საქმეა“, — აღნიშნა მან.

აბაშიძემ ასევე უარყო საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პრაღის შეხვედრაზე მხარეები დაღესტნის მკვიდრის მიქაელ კადიევის საქმეზე იმსჯელებენ. კადიევი საქართველოში დააკავეს, რუსეთის პროკურატურა კი მის ექსტრადიციას ითხოვს. 

მანამდე კარასინმა, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ შეხვედრაზე მხოლოდ სავიზო რეჟიმსა და სატრანსპორტო პროექტებზე იმსჯელებენ.

„პრაღაში საქართველოს სპეცწარმომადგენელთან შეხვედრა მარტის შუა რიცხვებში გაიმართება, რომელზეც ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავატარებთ იმ საკითხების ინვენტარიზაციას, რაც უკვე გადაწყვეტილია და დავფიქრდებით იმ საკითხების გადაწყვეტაზე, რომლებიც შესწავლის პროცესშია. ეს მარტო ვიზების საკითხს არ ეხება. ეს სატრანსპორტო, ენერგეტიკული პროექტებია. ეს ნორმალური პროცესია, რომელიც ახლაც მიდის“, — განაცხადა კარასინმა. 

2015 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ რუსეთი 23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს გაამარტივებს და არ გამორიცხა სამომავლოდ უვიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობაც. 

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: რუსეთი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმს მაქსიმალურად გაამარტივებს

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ  გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წელს არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს.

ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს. შეხვედრის ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, მასზე ვაჭრობის, ტრანსპორტისა და კულტურილ-ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთობის საკითხი. კარასინი-აბაშიძის ბოლო  შეხვედრა პრაღაში გასული წლის ნოემბერში გაიმართა.


ყველა ახალი ამბავი
0