აბაშიძე: რუსეთი კონფლიქტების გადაჭრის მაგალითი უნდა გახდეს

© photo: Sputnikზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ეტაპზე რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ორი დიპლომატის - რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.

საქართველო–რუსეთის ორმხრივ ურთიერთობებში პროგრესზე, სირთულეებსა და პერსპექტივებზე Sputnik–ს ინტერვიუში ზურაბ აბაშიძე ესაუბრა. 

Sputnik: თქვენი და ბატონ კარასინის მორიგი შეხვედრა იგეგმება, ცნობილია თუ არა თარიღი? 

ზურაბ აბაშიძე: ჩვენ მარტის შუა რიცხვებში შევხვდებით, ალბათ, 15–16–ში. 

– რა  საკითხები განიხილება ამჟამად?

– ჩვენ საკმაოდ მკაფიო და კონკრეტული მანდატი გაგვაჩნია. ჩვენ დღის ასეთ წესრიგს მივყვებით: ვაჭრობა, სავაჭრო–ეკონომიკური კავშირები, სატრანსპორტო საქმეები, ჰუმანიტარული საკითხები. 

– მომავალი შეხვედრიდან ქართული მხარე რა შედეგებს უნდა ელოდოს?

– ჩვენ ასეთი ფილოსოფია გვაქვს: ჩვენ ამ კონკრეტული მიმართულებებით ვცდილობთ პატარა ნაბიჯებით ვიაროთ. ჩვენ არ გაგვაჩნია დიპლომატიური ურთიერთობები და სრულფასოვანი საელჩოები, ამიტომ ერთი შეხვედრიდან მეორემდე სხვადასხვა ხასიათის მრავალი საკითხი გროვდება: საორგანიზაციო, ტექნიკური, მათ შორის პოლიტიკურიც, რომელიც უნდა გადაწყდეს. იმ სფეროების საკითხები, რომლებზეც მე მოგიყევით. ამიტომ არის საკითხები, რომლებიც უნდა გადაწყდეს და შემდეგ გავაგრძელოთ გზა.

მთავრობა - Sputnik საქართველო
რუსეთში ჯაშუშობისთვის გასამართლებული საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან

– შეეხებით თუ არა რუსეთში შპიონაჟის მუხლით გასამართლებული საქართველოს მოქალაქეების თემას? 

– დიახ. ჩვენ ამის თაობაზე პრინციპული შეთანხმება გაგვაჩნია. ამ მხრივ საკმაოდ სერიოზულად წავიწევით წინ. საერთოდ, თითქოს, მთლიანად ამ თემის დახურვის ორმხრივი სურვილი არსებობს. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული და იმედი მაქვს, რომ კონკრეტული შედეგებით დავბრუნდები. 

– ეს ყველა პატიმრის გათავისუფლებას ნიშნავს?

– დიახ. 

– რაც შეეხება დეტალებს: რამდენი არიან, როდის შეიძლება გათავისუფლდნენ?

– ვადები ჩვენზე არ არის დამოკიდებული. რაც შეეხება რაოდენობას, ჩვენ ვამბობთ „რამდენიმე“. არის რაღაც ნიუანსები და რადგან საქმე კონკრეტულ ადამიანებს ეხება, ამას განსაკუთრებულად არ აპიარებენ.

ვლადიმერ პუტინი - Sputnik საქართველო
პუტინი: რუსეთი მზადაა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები გააუქმოს

– როგორც ცნობილია, მოსალოდნელია საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება. როგორ მიდის მოლაპარაკებები და როდის ველოდოთ ვიზების გაუქმებას?

– ეს თემა კარასინთან წინა შეხვედრების დროს განვიხილეთ. გასული წლის ზაფხულში ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ რუსეთი ასეთი ნაბიჯის გადადგმას აპირებდა. ჩვენი მხრიდან მივესალმეთ ამას. შემდეგ, 2015 წლის ბოლოს, დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ საკითხი ვიზების სრულ გაუქმებას ეხება. რამდენიმე ხნის მერე, კონკრეტულად, 23 დეკემბერს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის ახალი, გამარტივებული რეჟიმი ამოქმედდა. მართლაც, ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს სხვადასხვა ტიპის ვიზების მიღების პროცედურას. რადგან ჯერ მცირე დროა გასული, ჩვენ გადავხედავთ, ეს ახალი სისტემა როგორ მუშაობს და დავინტერესდებით, რა იქნება მერე, შემდგომ ეტაპზე, რუსეთი ვიზების გაუქმებას მართლა გეგმავს თუ არა. თქვენ იცით, რომ საქართველომ ჯერ კიდევ 2011 წელს რუსეთის მოქალაქეთათვის ყველა სავიზო შეზღუდვების მოხსნა დაიწყო.

– გამარტივებული სავიზო რეჟიმი საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეეხო, რომლებსაც რუსეთში ნათესავები, ახლობლები ან ნაცნობები ჰყავთ. იმ ადამიანებმა რა ქნან, რომლებსაც ტურისტული მიზნით სურთ რუსეთში გამგზავრება?

– ჯერჯერობით, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსულ ტურისტულ ვიზებზე ლაპარაკი არ ყოფილა. თუმცა, რუსეთის მოქალაქეებს უპრობლემოდ შეუძლიათ ჩამოსვლა. ჩვენ რუსეთის მოქალაქეების აქ ყოფნის პირობები შარშან კიდევ უფრო გავამარტივეთ. თუ ადრე მათ აქ უვიზოდ სამი თვე შეეძლოთ ყოფნა, ახლა ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ. რაც შეეხება ჩვენი მოქალაქეებისთვის რუსეთში ტურისტულ ვიზებს, ეს ჯერ არ არსებობს.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: ტერორიზმის საფრთხე პანკისიდან არ მომდინარეობს

– შეიძლება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებამ საქართველოში, პანკისის ხეობაში საფრთხის შესახებ სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი შეაჩეროს? 

– პანკისის ხეობაში აბსოლუტურად არაფერი არ ხდება. იქ დადიან ტურისტები, იქ მუდმივად იმყოფებიან ჩვენი ოფიციალური პირები. მეც რამდენჯერმე ვყოფილვარ. იქ იგივე სიტუაციაა, რაც სხვა რეგიონებში, იგივე სირთულეები. დიახ, რამდენიმე ადამიანი წავიდა იქიდან და, სხვადასხვა მონაცემებით, ისინი სირიაში, ახლო აღმოსავლეთში იმყოფებიან. ჩვენ კანონი გვაქვს მიღებული: თუ დაბრუნებისას დადგინდება, რომ ეს პირები რომელიმე ტერორისტულ აქციებში მონაწილეობდნენ და ტერორისტული ორგანიზაციების წევრები იყვნენ, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება, და ასეთი შემთხვევა უკვე მოხდა. ასე რომ, არასწორია, პანკისის ხეობისგან საფრთხის შესახებ მითი შეიქმნას. ეს არ არსებობს. ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები სიტუაციას სრულად აკონტროლებენ. და არა მარტო ძალოვანი სტრუქტურები, მთლიანად მთავრობა.

– რუსეთის პირველი პირები ქართველ კოლეგებთან შეხვედრის მზადყოფნას აცხადებდნენ. საქართველოში ასეთ შესაძლებლობაზე არც უარს ამბობდნენ, არც თანხმდებოდნენ. საერთოდ, რამდენად მიზამშეწონილია ასეთი შეხვედრა ქართულ–რუსული ურთიერთობების მოცემულ ეტაპზე? 

– საერთო მოსაზრებები, რომ ასეთი შეხვედრა უნდა ჩატარდეს, რუსეთის მხრიდან ჩვენ გვსმენია. და ჩვენ ჩვენი მხრიდან ვადასტურებდით მზადყოფნას, ვამბოდით, რომ ეს მიზანშეწონილი იქნებოდა. მაგრამ იმისთვის, რომ შეხვედრა შედეგიანი იყოს, რომ ცოტათი მაინც წავიწიოთ წინ იმ საკითხებში, რომლებიც ჩვენ გვაწუხებს — ეს არის საკითხები, დაკავშირებული ტერიტორიულ მთლიანობასთან, კონფლიქტის რეგიონებთან — ამისთვის საგულდაგულო მოსამზადებელი სამუშაო უნდა ჩატარდეს და დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ შედეგი იქნება. ჩვენ გვაქვს ფორმატები – ჩვენ პრაღაშიც ვხვდებით, ჟენევაშიც, მაგრამ პირველი პირების შეხვედრამ ყველაზე რთულ საკითხებში, რაღაც შედეგი უნდა მოიტანის. ჩვენ არ ვართ ისე განწყობილი, რომ ერთ შეხვედრაზე ყველაფერი გადაწყდება, რა თქმა უნდა, ეს არარეალურია. თუმცა მზადება იმისთვის, რომ რაღაცნაირად მაინც წავიწიოთ წინ, უნდა ხორციელდებოდეს. 

– დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხის შეხება ღირს?

– ამაზე რთულია საუბარი, როდესაც ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს არასდროს მოხდება. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ყველაზე რთული საკითხების მოგვარების პროცესი დაიწყება, თუ არსებითი პროგრესი გამოჩნდება, რომელიღაც ეტაპზე ეს საკითხი დღის წესრიგში გაჩნდება, მაგრამ დასაწყისში არა… ეს ლოგიკური მიდგომაა, და რუს კოლეგებს, პრინციპში, ამ მხრივ ესმით ჩვენი.

სატვირთო ავტომანქანა - Sputnik საქართველო
სამი კითხვა მთავარზე: ვაჭრობა რუსეთთან

– საქართველო–რუსეთის ურთიერთობებში ვაჭრობა – ეს ის სფეროა, რომელიც ბოლო წლებში შედარებით თანაბრად ვითარდება. კიდევ რა შეუძლია საქართველომ რუსეთს შესთავაზოს და პირიქით? 

– პრინციპში, ჩვენ ექსპორტზე რუსეთში სულ მცირე შეზღუდვები დარჩა. ვაჭრობა განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მიდის. სირთულეების გათვალისწინებით, რომლებიც რუსეთში და არა მარტო რუსეთში ეკონომიკურ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული, ის შემცირდა, მაგრამ ექსპორტი მიდის. საქართველოში რუსული იმპორტიც არის, ზრდაც კი შეინიშნება. ჩვენ რუსეთს ხარისხიან ღვინოს ვაწვდით – ის ძალიან საგულდაგულოდ მოწმდება, ისე, რომ ფალსიფიკაცია პრაქტიკულად გამორიცხულია. გასულ წელს რუსეთში ციტრუსების დიდი რაოდენობის ექსპორტი განხორციელდა. სხვა მიმართულებებითაც ვმუშაობთ, შესაბამის უწყებებს კონტაქტები გააჩნიათ. 

რაც შეეხება სხვა ბიზნეს–კონტაქტებს, სავაჭრო პალატების დონეზე შეხვედრის ჩატარების საკითხი განიხილება. ის შეიძლება შემოდგომით თბილისში შედგეს. კონკრეტულად თარიღს ჯერ ვერ დავასახელებ, მოგვიანებით, ალბათ რამდენიმე თვეში უფრო კონკრეტულად გვეცოდინება… ახლა ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, ისინი ერთმანეთს ეკონტაქტებიან. 

საქართველო რუსული ბიზნესისთვის საინტერესო შეიძლება იყოს იმ მხრივ, რომ ჩვენ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვაქვს. ადრე ამას ეჭვის თვალით უყურებდნენ, ახლა ირკვევა, რომ ამაში ცუდი არაფერია და რუსული ბიზნესისთვის ქართული მოედანი ევროპის ბაზარზე გასვლისთვის საინტერესო შეიძლება იყოს. სხვა ქვეყნები ამ მიმართულებით უკვე მუშაობენ. ჩვენთან ძალიან კარგი პირობებია რუსული ბიზნესისთვის, რუსული ინვესტიციებისთვის, ასევე სხვა ქვეყნებისთვის: საინვესტიციო კლიმატი და, საერთოდ, კარგი ბუნებრივი კლიმატი. 

– როგორი უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების პროცესში?

— ჩვენ ვამბობთ, რომ თუ რუსეთს სურვილი და მზადყოფნა გააჩნია წინსვლისთვის, იმისთვის, რომ მსოფლიო თანამეგობრობას მეზობელ სახელმწიფოსთან კონფლიქტური პრობლემების გადაწყვეტის მაგალითი აჩვენოს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ჩვენი მხრიდან ასეთი მზადყოფნა არსებობს, რუსული მხრიდან კი ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. პრაქტიკული მიმართულებებით – ვაჭრობა, ეკონომიკა – ამ მხრივ ჩვენ გვაქვს ურთიერთკავშირი, მაგრამ რთულ საკითხებში, სამწუხაროდ, წინსვლა არ არის. ჟენევაში, სადაც უსაფრთხოების პრობლემები, ჰუმანიტარული პრობლემები განიხილება, იქ პროგრესი არ არის, ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატია. თვითონ ის ფაქტი, რომ ეს ფორმატი შენარჩუნებულია და იქ ამ ჩიხიდან გამოსვლის გზების ძიება განიხილება, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ გვსურს სერიოზული წინსვლა ვიხილოთ და, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ეს ჟენევაში უნდა ვიხილოთ. 

ჩვენ მზად ვართ ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ რუსეთმა – უზარმაზარმა ქვეყანამ და დიდმა მეზობელმა – საერთო ენა და ახალი ფორმულები იპოვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0