სამი კითხვა მთავარზე: ვაჭრობა რუსეთთან

© Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთო ავტომანქანა
სატვირთო ავტომანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსთვის სავაჭრო ემბარგოს გაუქმების შემდეგ რუსეთი ქვეყნის სავაჭრო პარტნიორების სიაში თავის უწინდელ ადგილს თანდათანობით იმკვიდრებს. გასული წლის შედეგებით, რუსეთმა პირველობა მხოლოდ თურქეთს დაუთმო და მეორე ადგილი დაიკავა.

2013 წელს სავაჭრო ემბარგოს გაუქმების შემდეგ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი დაახლოებით ოთხჯერ გაიზარდა. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ რუსეთთან გასულ წელს 788,5 აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 7,9%-ს შეადგენს.

ამავე დროს, გასულ წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მოცულობა, 2014 წელთან შედარებით, 41%-ით შემცირდა. რუსული რუბლის მკვეთრმა დევალვაციამ ქართული პროდუქციის, პირველ რიგში ღვინის რუსულ ბაზარზე ექსპორტისთვის უარყოფითი როლი შეასრულა.

1. არის თუ არა საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის რუსეთში მიწოდების გაზრდის მარაგი?

საქართველოს, თუ ასეთი მოთხოვნა რუსულ ან სხვა რომელიმე ბაზარზე იქნება, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაზრდის შესაძლებლობა აქვს, მიიჩნევს ექსპერტი მიხეილ დონდუა. „რუსეთი ჩვენი მეზობელია და სავაჭრო ურთიერთობები, ექსპორტი რუსულ ბაზარზე ნორმალური პროცესია“, — განაცხადა დონდუამ და აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ „წითელი ხაზები“ არავის გაუუქმებია.

სატვირთო ავტომანქანა - Sputnik საქართველო
საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობა იზრდება

ექსპერტი სოსო სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პოტენციალი აქვს, თუმცა, რუსული ბაზრის მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ფაქტობრივად, პროდუქცია არა აქვს. „რუსული ბაზარი ბევრად მეტს მოითხოვს, მაგრამ ჩვენ პროდუქცია ფიზიკურად არა გვაქვს. ამიტომ საუბარი სოფლის პროდუქციის რუსეთში მიწოდების გაზრდაზე ზედმეტია“, — განაცხადა მან.

„პარადოქსულ ვითარებაში ვიმყოფებით. ანუ, გვაქვს პოტენციალი, რომლითაც ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებზე ორ-სამჯერ მეტს გამოვკვებავდით, მაგრამ ფაქტობრივად, იმათი გამოკვებაც არ შეგვიძლია, ვინც აქ ცხოვრობს. ამიტომ განცხადებები თუ როგორ დავიპყრობთ სხვადასხვა ბაზრებს მაშინ, როდესაც ჩვენი ბაზარი სხვა ქვეყნების სოფლის პროდუქციითაა სავსე, ღიმილს იწვევს“, — აღნიშნა ექსპერტმა. 
2.რამდენად არის დამოკიდებული საქართველო დღეს რუსულ ბაზარზე?

საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე უმნიშვნელოა, მიიჩნევს დონდუა. მისი განცხადებით, რუსეთში ექსპორტი მთლიანი ექსპორტის მოცულობის დაახლოებით 7,5%-ს შეადგენს, რაც, ფაქტობრივად, არსებით როლს არ ასრულებს.

„პროდუქცია ევროპულ ბაზარზეც გადის, რაც ნიშნავს, რომ ის მაღალი ხარისხისაა და ბუნებრივია, რუსული ბაზრისთვისაც მისაღები იქნება, რადგანაც ევროკავშირის სტანდარტები ბევრად მაღალია, ვიდრე პოსტსაბჭოთა სივრცეში, იქნება ეს რუსეთი თუ დსთ-ის სხვა ნებისმიერი ქვეყანა“, — განაცხადა დონდუამ.

მთელ რიგ ქართულ სოფლის პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდა ევროკავშირის მხრიდან ბაზრის დივერსიფიკაციისა და მაღალი ხარისხის პროდუქტების დიდი რაოდენობით ევროკავშირში და არა დსთ-ის ბაზრებზე გატანის ნიშანია, მიიჩნევს ექსპერტი.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი:საქართველომ რუსეთთან ურთიერთობების გართულება თავიდან უნდა აიცილოს

რუსული ბაზარი ისევე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ბაზარი, განაცხადა დონდუამ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბაზრების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია, რამდენადაც ქვეყანა რომელიმე ერთ ბაზარზე დამოკიდებული არ უნდა იყოს.

3. შესაძლებელია თუ არა საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს საექსპორტო პოტენციალის გაზრდა?

სოფლის პროდუქციის მიწოდების გაზრდის დამაბრკოლებელი ფაქტორები არც ქართული და არც რუსული მხრიდან არ არის, განაცხადა დონდუამ. მისი შეფასებით, რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზრდება. „თუმცა, წილის არსებით ზრდას არ ვვარაუდობ, რადგანაც ევროკავშირის მიმართულებით მსხვილი ბაზარი უკვე გახსნილია და ზრდის დიდი მაჩვენებლით ხასიათდება“, — აღნიშნა ექსპერტმა.

Sputnik - Sputnik საქართველო
„სამი კითხვა მთავარზე“ – Sputnik-მა ახალი სადისკუსიო პროექტი ჩაუშვა

სოსო სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მთავარი პრობლემა საქართველოში სოფლის მეურნეობის ზოგადი დონეა.

სოფლის მეურნეობის სექტორის ნგრევის ტენდენცია ჯერ კიდევ 1992 წელს დაიწყო, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებამ იმპორტიორთა კასტა შექმნა, რომელიც „საქართველოში არსებულ მთელ დარგებსა და ინდუსტრიებს თანამიმდევრულად ანადგურებდა, და ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება“, — განაცხადა ექსპერტმა. მისი შეფასებით, ქვეყნის ხელმძღვანელობა ვითარების შეცვლას ცდილობს, ახორციელებს სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებს, მაგრამ კრედიტებს მხოლოდ მილიონერი კომპანიები იღებენ, ხოლო უბრალო ადამიანებისთვის ის მიუწვდომელია.

„პოტენციალი დიდი გვაქვს, მაგრამ მის ასამოქმედებლად დიდი ინვესტიციები, კადრების მომზადება, შრომითი უნარ-ჩვევებია საჭირო, რომელიც ისევე დაიკარგა, როგორც მრავალი სხვა. მაგრამ პირველ რიგში, რადიკალური ეკონომიკური რეფორმების გასატარებლად, პოლიტიკური ნებაა საჭირო“, — განაცხადა სიმონიშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0