„სამი კითხვა მთავარზე“ – Sputnik-მა ახალი სადისკუსიო პროექტი ჩაუშვა

© photo: Sputnik / Константин Чалабов / გადასვლა მედიაბანკშიSputnik
Sputnik - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის ახალი რუბრიკა ყოველკვირეულად ბლიც-ინტერვიუს აქტუალურ თემებზე შემოგთავაზებთ .

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველომ“ ყოველკვირეული ახალი სადისკუსიო პროექტი – „სამი კითხვა მთავარზე“ ჩაუშვა, რომელიც ბლიც-ინტერვიუს ფორმატში კვირის განმავლობაში აქტუალურ თემებზე ცნობილი ექსპერტების შეფასებებს გაგაცნობთ. პირველ რიგში, წარმოგიდგენთ ქართული საზოგადოებისათვის ყველაზე რეზონანსულ საკითხებს — „ლარის კურსი“ და „ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება“.

პროექტის ფარგლებში ეკონომისტებმა — ლია ელიავამ, მიხეილ დონდუამ და სოსო სიმონიშვილმა პასუხები გასცეს კითხვებზე „როგორია თქვენი პროგნოზი ლარის კურსთან დაკავშირებით?“, „შესაძლებელია თუ არა ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის შეჩერება“ და „როგორ და სად უნდა შეინახოს ადამიანმა თავისი დანაზოგი?“. ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ და ეკონომისტმა გია ხუხაშვილმა ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე თავიანთი შეხედულებები შემოგვთავაზეს. კერძოდ, რამდენად  შეიძლება აისახოს საქართველოს ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და რამდენად კავშირშია ეს საკითხი ქვეყნის უსაფრთხებასთან.. 

„მე მივესალმები ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების ასეთ ფორმატს. პროექტი „Sputnik საქართველო“ ამ ფორმით აუდიტორიას, რესპონდენტებს მიიზიდავს, რადგანაც იგი ყველაზე მთავარ პრობლემაზე დაიწყებს საუბარს. მკითხველვებს, რომლებსაც საქართველოს პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ვითარება აინტერესებთ, არ გამოტოვებენ შანსს ერთსადაიმავე აქტუალურ თემაზე სხვადასხვა მოსაზრება გაიგონ“, — აღნიშნა „საქართველოს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა.

„რაც უფრო მეტი გამოკითხვა და ექსპერტთა მოსაზრება იქნება, მით უკეთესია.კონკრეტულ საკითხთან მიმართებით განსხვავებული მოსაზრებების არსებობა საკითხზე სხვა კუთხით შეხედვის საშუალებას იძლევა. მე დადებითად ვაფასებ და მივესალმები ამ პროექტს“, — განაცხადა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თამარ კიკნაძემ.

 Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს ვებგვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ახალი ამბების ლენტები მომხმარებლისთვის სადღეღამისოდ გამოდის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

ყველა ახალი ამბავი
0