საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობა იზრდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთო ავტომანქანა
სატვირთო ავტომანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე ძირითადად ღვინო, მინერალური წყლები და ციტრუსი გავიდა, ხოლო საქართველოში ბუნებრივი აირი, ნავთობპროდუქტები და ხორბალი შემოვიდა.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. 2016 წლის იანვრის თვეში წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 8%-ით გაიზარდა და 54,3 მლნ აშშ დოლარი —  მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 10,3 % შეადგინა. გარდა ამისა,  რუსეთი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა თურქეთის შემდეგ, — იუწყება „საქსტატი“.

საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მოცულობა, 2015 წლის პერიოდთან შედარებით 22,4%-ით გაიზარდა და დაახლოებით 10 მლნ აშშ დოლარი — ექსპორტის საერთო მოცულობის 8% —შეადგინა.

რუსეთში 2,7 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ნატურალური ღვინის  ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 479 ათასი აშშ დოლარით მეტია. რუსეთი კვლავ რჩება ქართული ღვინის მსხვილ ექსპორტიორად.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
საქართველოდან ღვინის ექსპორტი იანვარში 13%-ით გაიზარდა

რაც შეეხება მინერალურ წყლებს, ექსპორტის მოცულობა 884,1 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა და 3,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სპირტიანი სასმელების მოცულობამ 501,2 ათასი აშშ დოლარი და დაახლოებით 727 ათასი აშშ დოალრი შეადგინა.

334,1 ათასი აშშ დოლარით გაზრდილია აგრეთვე ციტრუსის ექსპორტი, რომლის მთლიანი მოცულობა 406,4 ათასი აშშ დოლარია.

2016 წლის იანვრის თვეში, წინა წელთან შედარებით, რუსეთიდან საქართველოში იმპორტის მოცულობა 5%-ით გაიზარდა და 44,5 მლნ აშშ დოლარი — მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 11 % — შეადგინა.

წლის პირველ თვეებში რუსეთიდან საქართველოში 19,3 ათასი ტონა ხორბლის (დაახლოებით 4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების) იმპორტი განხორციელდა, რაც 5,5 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია, 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა 2,7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და დაახლოებით 4,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0