თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უარყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება იმის თაობაზე, რომ პანკისის ხეობიდან ტერორისტული მუქარის საფრთხეა.
ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტერორისტული საფრთხე პანკისის ხეობიდან არსად გამქრალა, რუსეთში აკრძალული ტერორისტული დაჯგუფება „ისლამურისახელმწიფო“ ამ ტერიტორიას საწვრთნელად, დასასვენებლად და თავისი რეზერვების შესავსებად იყენებს.
„საქართველოს მთავრობა სრულ კონტროლს ახორციელებს და პანკისის ხეობიდან არანაირი რისკი არ მომდინარეობს“, — განაცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
საქართველოს ხელისუფლების მონაცემებით, სირიაში საომარ მოქმედებებში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში 50-მდე ქართველი მონაწილეობს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ უმარ აშ-შიშანი, საქართველოს მკვიდრია, რომლის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა.
იხილეთ ასევე — ექსპერტი: „ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწოფომ მეტი უნდა დახარჯოს“