26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები საქართველოს ყველა რეგიონშია დაგეგმილი, თუმცა ეპიცენტრი მაინც დედაქალაქია.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის 25 წლისთავს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა თუ ცხოვრების ნირისა. 

ტრადიციულად დღესასწაულის ეპიცენტრი თბილისია. სწორედ თბილისში, თავისუფლების  მოედნიდან და რუსთაველის გამზირიდან დაიწყო 1989 წელს ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. საქართველოს პარლამენტის შენობაში მოაწერა ხელი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 9 აპრილს აქტს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ.

საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის კულტურული პროგრამა
 

26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით, ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორნახევარი წელი იარსება.

ამჯერად დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღინისძიებები 2 დღეს გასტანს, თუმცა მხოლოდ 26 მაისია უქმე. 

დღესასწაული აღლუმის გარეშე

წლების მანძილზე დამოუკიდებლობის დღეს საქართველოში სამხედრო აღლუმით აღნიშნავდნენ.  2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, უარი თქვეს ამ ტრადიციაზე და ძირითადი აქცენტი სახალხო დღესასწაულზე გაკეთდა. თუმცა სამხედრო ტექნიკის გამოყენება აქაც გახდა საჭირო. სამინისტროები — მათ შორის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა, მოქალაქეებისათვის თავიანთ „კარს აღებენ“ მაგრამ არა ადმინისტრაციულ შენობებში, არამედ რუსთაველის გამზირზე. 

ამით განსაკუთრებით ბავშვები ხარობენ — შეუძლიათ თავისუფლად იცოცონ ტანკებზე, ჯავშან-მანქანებზე, ხელში დაიჭირონ ნამდვილი იარაღი.

თავისუფლების მოედანი - Sputnik საქართველო
26 მაისს თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
 

ხუთშაბათს, რუსთაველის გამზირზე გახსნილ ტექნოპარკში შესაძლებელი იქნება საათების, სათვალეების, კომპიუტერული და სხვა ჭკვიანი თამაშების შეძენა. ბავშვები ასევე შეძლებენ ააწყონ გზები პაზლებისაგან და სხვადასხვა კონსტრუქციები კუბებისაგან. 

რუსთაველის გამზირზე გასართობს მოზრდილებიც იპოვიან. მათ შესაძლებლობა ექნებათ მოინახულონ სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა, იყიდონ ქართული ღვინო, ჩირი, ჩაი, ყველი და ხის ნაკეთობები. 

ხოლო დასვენების მსურველნი რუსთაველის გამზირზე ნებისმიერი ყაიდის კაფეს იპოვნიან. 

დილიდან სოფიკო ჭიაურელის სახელობის სკვერში ყვავილების ფესტივალზე „ვარდობის თვე თბილისში“  გიწვევენ. ფესტივალზე ყვავილების კომპოზიციებს 180-მდე ყვავილების კოლექციონერი წარმოადგენს. 

დამოუკიდებლობის დღეს მეჯლისიც არის დაგეგმილი. 

სამხედრო შემადგენელი

მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო აღლუმი არ შედგება, სტუმრებს საშუალება ექნებათ იხილონ სამხედრო ტექნიკა. მათ შორის ამერიკული ტანკები M1A2 Abrams და სამხედრო მანქანები Bradley. იქვე ახალწვეულები სამხედრო ფიცს დადებენ. 

გარდა ამისა, სამხედროები მსურველებს სამხედრო-საველე სამზარეულოთიც გაუმასპინძლდებიან. 

დამოუკიდებლობის დღეს გაალამაზებენ საქართველოს, აშშ-ს, ლატვიის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ორკესტრები. ცაზე კი ვერტმფრენები იფრენენ. 

27 მაისს, თბილისში ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე ქართველი და ბრიტანელი სამხედროები სადღესასწაულო შოუს გამართავენ.

რეგიონები

დამოუკიდებლობის დღეს რეგიონებშიც აღნიშნავენ. ყველაზე საინტერესო სანახაობა ფოთში გაიმართება, სადაც ნიჩბოსნობის სპორტული სკოლის წარმომადგენლები კანოეთი მდინარე რიონს დალაშქრავენ. 

ფოთშივე გაიმართება ქართველ მეფეთა ავტოგრაფების და კოლხეთის მუზეუმის  ექსპონატების გამოფენა. ქალაქში ასევე ყურძნის უნიკალურ ჯიშებს დარგავენ. 

ქართული კულტურის გამოფენა და სპორტული ღონისძიებები საქართველოს სხვა ქალაქებშიც ჩატარდება. 

კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა გიგა ოთხოზორიას ოჯახს პირადად მიუსამძიმრა

რეგიონის ქალაქებში დღესასწაული გალა კონცერტით დასრულდება. 

მხოლოდ ზუგდიდში არ გაიმართება საზეიმო ღონისძიებები, ვინაიდან ქალაქი რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან დახვრეტილ გიგა ოთხოზორიას გააცილებს უკანასკნელ გზაზე. 


ყველა ახალი ამბავი
0