საქართველოს დამოუკიდებლობის დღის კულტურული პროგრამა

© photo: Sputnikსაქართველოს დროშები
საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თბილისის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს დატვირთული კულტურული პროგრამა ელის. აქ ყველა რაღაც საინტერესოს იპოვის.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik.  კონცერტები, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და დეგუსტაცია, სპორტული ღონისძიებები, ყვავილების ფესტივალი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ელის როგორც ბავშვებს, ასევე უფროსებს. 

თავისუფლების მოედანზე, თიბისი ბანკის შენობასთან  ქართული პროდუქტების ბაზრობა და დეგუსტაცია ჩატარდება. აქ  ნახავთ და დააგემოვნებთ საუკეთესო ქართულ ღვინოებს, თხილს, თაფლს, ჩირს და სხვა ნუგბარს. 

სოფიკო ჭიაურელის სახელობის სკვერში და მიმდებარე ქუჩებზე დილიდან ფესტივალი-ბაზრობა „ვარდების თვე თბილისში“ გაიხსნება. ურბანული გამწვანებისა და სააგარაკო სახლების საზაფხულო აქცენტების თემაზე თავისი ყვავილების კომპოზიციებს ფესტივალზე საქართველოს რეგიონებიდან 180-მდე მეყვავილე და მცენარეთა კოლექციონერი წარადგენს. ღონისძიება 10:00 დან 19:00მდე გაგრელდება.

С ჰეპატიტი - Sputnik საქართველო
26 მაისს თბილისში С ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევა იქნება შესაძლებელი

თეატრალური ხელოვნების მოყვარულები პირდაპირ თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირისკენ უნდა გაემართონ. კახი ბაკურაძის მოძრაობის თეატრისა  და პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მსახიობები ეკოლოგიის, ყვავილების და წიგნების მოტივებზე კაშკაშა წარმოდგენებს ამზადებენ.

მაღაზია „ჯორდანოსა“ და ნაციონალური მუზეუმის შენობას შორის არსებულ მოედანზე ახალგაზრდული მუსიკალური ბენდების გამოსვლების მოსმენა იქნება შესაძლებელი. იქვე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებული ფოლკლორული კონცერტი ჩატარდება.

რუსთაველის თეატრის წინ 12:00 დან 17:00 საათამდე საქართველოს ისტორიული ექსპონატების გამოფენის ნახვა იქნება შესაძლებელი. ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ კი 1918-1921 წლების ისტორიული გმირების მონაწილეობით კოსტიუმირებული მეჯლისი ჩატარდება.

დაბადების მოწმობა - Sputnik საქართველო
26 მაისს საქართველოში დაბადებული ბავშვები განსაკუთრებულ საბუთებს მიიღებენ

ცხოვრების აქტიური წესის მოყვარულებს ელის კლდეზე ცოცვა, არმრესტლინგი, სთრით-ბოლი, ქუჩის კალათბურთი,ქართული საბრძოლო ხელოვნების — ხრიდოლის წარმოდგენა, ასევე ჭადრაკის და ნარდის თამაში. ყველაფერ ამას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეების სამინისტრო მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან აწყობს.

რუსთველის გამზირის დასაწყისში ექსტრემალებს ზიპ-ლაინი ელოდება, ანუ სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით ჰაერში ფოლადის ბაგირით დაშვება. იქვე ჩატარდება ანიმატორების შოუ, ორიგამიში მასტერ-კლასი. იქნება  3D-პრინტერი, „ნატვრის ხე“, მზესუმზირების გამოფენა და სხვ.

თავისუფლების მოედანი - Sputnik საქართველო
26 მაისს თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

პარლამენტის შენობასთან ბავშვებისთვის ჩატარდება თოჯინების თეატრის წარმოდგენები, „მხიარული სტარტები“, „ბასტი-ბუბუს“ და „ბზიკების“ სტუდიის კონცერტი.

ზურაბ წერეთლლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შენობის წინ ბავშვებს და მათ მშობლებს ელის ანიმატორების შოუ, გასართობი პროგრამები, ასევე სხვადასხვა კომპოზიციები პაზლებისგან, კუბიკებისგან, ხიდებისა და გვირაბების კონსტრუქციები, მატარებლების, სასახლეების, სახლების მაკეტები და ბევრი საჰაერო ბუშტი.

სადღესასწაულო ღონისძიებები გალა-კონწერტით დასრულდება, რომელიც 20:00 საათზე პარლამენტის წინ მთავარ სცენაზე დაიწყება. აქ  დამოუკიდებლობის 25 წლისთავს საქართველოს ქვეყნის სხვადასხვა კუთხის სიმღერებით და ცეკვებით მიულოცავენ. სცენაზე გამოვლენ ცნობილი ანსამბლები — „სუხიშვილები“, „ერისიონი“, „რუსთავი“, ვოკალური კოლექტივები „შვიდკაცა“, „ქართული ხმები“და თეატრალური კვარტეტი. მაყურებელთა წინაშე ასევე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი წარსდგება.

გალა-კონცერტი გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0