26 მაისს თბილისში С ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევა იქნება შესაძლებელი

გამოწერა
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2015 წელი საქართველოში С ჰეპატიტთან ბრძოლის წლადაა გამოცხადებული. მაისში С ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. პირველმა პაციენტებმა უკვე მიიღეს უფასოდ მედიკამენტი „სოფოსბუვირი“.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. С ჰეპატიტზე უფასოდ გამოკვლევა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კუთხეში იქნება შესაძლებელი, რომელიც რუსთაველის გამზირზე, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზეიმის ფარგლებში გაიხსნება.

„რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, გვექნება რამდენიმე აქტიურობა. და, თუ გასულ წელს კანის კიბოს სკრინინგი და ადრეული დიაგნოსტიკა იყო, წელს С ჰეპატიტის ტესტირება იქნება. ჩვენ შეგვეძლება ტესტი გავუკეთოთ ნებისმიერი რაოდენობის მსურველს. ასევე იქნება ექიმების კონსულტაციები და ძირითადი პროექტების პრეზენტაცია“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა სერგეენკომ ორშაბათს, 25 მაისს. 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2015 წელი საქართველოში С ჰეპატიტთან ბრძოლის წლადაა გამოცხადებული. მაისში С ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. პირველმა პაციენტებმა უკვე მიიღეს უფასოდ მედიკამენტი „სოფოსბუვირი“. 


ყველა ახალი ამბავი
0