26 მაისს თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© Sputnik / Alexander Imedashviliთავისუფლების მოედანი
თავისუფლების მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვა 25 მაისს, 00:30 საათიდან შევიდა ძალაში. მძღოლებს ალტერნატიული გზებით მოძრაობას სთავაზობენ.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა დაწესდა, აღნიშნულია შსს-ს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სამხედრო მარში - Sputnik საქართველო
საქართველო სამხედრო მარშს ირჩევს

25 მაისს, 00:30 საათიდან მთლიანად გადაიკეტა თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი და ვარდების მოედანი.

ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ასევე რუსთაველის გამზირის  მიმდებარე ალექსანდრე ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძის, უსახელოს, ჯორჯაძის, ჭანტურიასა და მესხიას ქუჩებზე.

შს სამინისტრო ღონისძიების მიმდინარეობისას, მძღოლებს ალტერნატიულ გზებს სთავაზობს — თაბუკაშვილისა და ჭონქაძის ქუჩებით მოძრაობას.

ტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში 27 მაისს, 12:00 საათზე აღდგება.

ყველა ახალი ამბავი
0