საქართველო სამხედრო მარშს ირჩევს

© facebook.com/mod.gov.geსამხედრო მარში
სამხედრო მარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქამდე საქართველოს ეროვნული გვარდიის სამხედრო-სასულე ორკესტრი ოფიციალურ შეხვედრებზე სხვა ქვეყნების მარშებს ასრულებდა.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მალე საკუთარი სამხედრო მარში ექნებათ. ამისათვის თავდაცვის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. გამარჯვებული კომპოზიცია ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს აჟღერდება.
აქამდე საქართველოს ეროვნული გვარდიის სამხედრო-სასულე ორკესტრი ოფიციალურ შეხვედრებზე სხვა ქვეყნების მარშებს ასრულებდა.

თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ დამოუკიდებელი რესპუბლიკის დროს, 1918-21 წლებში, ქუთაისში შექმნილი პირველი სამხედრო-სასულე ორკესტრი მოგვიანებით საბჭოთა სამხედრო ორკესტრად გარდაიქმნა. შესაბამისად, ქართული სასულე მუსიკა ვეღარ განვითარდა და სწორედ ამიტომ უწევს დღეს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრს ოფიციალური შეხვედრებისას სხვა ქვეყნების სამხედრო მარშების შესრულება.

© facebook.com/mod.gov.ge.ქართული სამხედრო-სასულე ორკესტრი
ქართული სამხედრო-სასულე ორკესტრი - Sputnik საქართველო
ქართული სამხედრო-სასულე ორკესტრი

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. ჟიური თავდაპირველად ყველა ნამუშევარს გაეცნობა, შემდეგ კი, 30 აპრილისთვის, ხუთ საუკეთესო კომპოზიციას შეარჩევს.

კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს პრეზიდენტის ფონდი.

ყველა ახალი ამბავი
0