საქართველოს პრემიერმა გიგა ოთხოზორიას ოჯახს პირადად მიუსამძიმრა

გამოწერა
გიორგი კვირიკაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ შს მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და მთავრობის სხვა წევრები.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მინისტრებმა სოფელ ხურჩაში  მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრეს, აღნიშნულია მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სასამართლო - Sputnik საქართველო
პროკურატურა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში აფხაზ "მესაზღვრეს" ადანაშაულებს

გიგა ოთხოზორია სოფელ ხურჩაში 19 მაისს სასიკვდილოდ დაჭრეს. ამასთან დაკავშირებით ქვეყნის მთავარმა პროკურატურამ აფხაზეთის დე-ფაქტო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს რაშიდ კანჯიოღლის ბრალი წარუდგინა და მის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებას აპირებს.

პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.

ყველა ახალი ამბავი
0