თბილისი, 22 მაისის — Sputnik. აფხაზეთის ე.წ. „სასაზღვრო სამსახურის“ თანამშრომელი რაშიდ კანჯიოღლი სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობაშია ბრალდებული, იუწყება საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
გამოძიების ინორმაციით, 19 მაისს „ოპელ-ასტრას“ მარკის ავტომობილით თავისი ორი მეგობარი, რომელთან სოფ. ნაბაკევში უნდა გადაეტანათ პროდუქტები, ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან მიიყვანა.
გიგა ოთხოზორია გადავიდა ავტომობილიდან და მდინარე ხაიაზე არსებული ხიდის გავლით გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით, სადაც სურდა მოლაპარაკებოდა იქ მყოფ პირებს, რომლებსაც საზიდარით უნდა გადაეტანათ პროდუქტი
მათ საუბარში ჩაერთვნენ ადმინისტრაციულ საზღვართან მყოფი აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლები, მათ შორის ე.წ. „მესაზღვრე“ რაშიდ კანჯიოღლი.
კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, გიგა ოთხოზორია გამობრუნდა და გაემართა საქართველოს კონტროლირებად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩას მიმართულებით. მას მუქარით დაედევნენ ე.წ. „მესაზღვრეები“, მათ შორის რაშიდ კანჯიოღლი, რომელიც შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით. რაშიდ კანჯიოღლიმ გიგა ოთხოზორიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში ესროლა.
როდესაც ოთხოზორია მიწაზე დაეცა, რაშიდ კანჯიოღლიმ მისი მისამართით საკონტროლო გასროლა განახორციელა და თავის არეში ესწოლა.. შემდეგ კი თანმხლებ პირებთან ერთად მიიმალა. გიგა ოთხოზორია საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
რაშიდ კანჯიოღლის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურა
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა რაშიდ კანჯიოღლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების — პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში რაშიდ კანჯიოღლის მიმართ გამოცხადდება ძებნა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.