პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობას ტრაგედია უწოდა

© FB/Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება საქმეში ჩართავს ყველა საერთაშორისო პარტნიორს და აუცილებლად მივიყვანს ბოლომდე ამ საქმეს, რომ არავითარ შემთხვევაში დაუსჯელი არ დარჩეს ის, ვინც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობას გამოეხმაურა და მას ტრაგედია უწოდა. გიორგი კვირიკაშვილმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და იმედი გამოთქვა, რომ ამ შემთხვევას აფხაზები ნდობის აღდგენის პროცესის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად შეაფასებენ.

112 - Sputnik საქართველო
აფხაზეთის ადმინისტაციულ საზღვართან დაჭრილი ბარღების მკვიდრი გარდაიცვალა

"ეს არის ამაზრზენი შემთხვევა. უდიდესი ტრაგედიაა, რომ ადამიანი, მით უმეტეს, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოკლეს უმოწყალოდ. რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი ტრაგედია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა, რომ ამით ცდილობენ, ხელი შეუშალონ იმ პროცესს, რომელიც ახლა მიდის. ჩვენ ვდგამთ რაღაც ნაბიჯებს, რომ აღვადგინოთ ნდობა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის. მე გამოვთქვამ რწმენას, რომ უპირველეს ყოვლისა, დამნაშავე დაისჯება ძალიან მკაცრად", — თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება საქმეში ჩართავს ყველა საერთაშორისო პარტნიორს და აუცილებლად მივიყვანს ბოლომდე ამ საქმეს, რომ არავითარ შემთხვევაში დაუსჯელი არ დარჩეს ის, ვინც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი აფხაზეთის „საზღვართან“ დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს

"შეიძლება, პოლიტიკურად ჩვენ დიდი შედეგი არა გვაქვს, მაგრამ ხალხთა შორის ურთიერთობაში გვაქვს გარკვეული პროგრესი. მინდა, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავეები მკაცრად დაისაჯონ", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

19 მაისს დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა. 


ყველა ახალი ამბავი
0