თბილისი, 20 მაისი — Sputnik. გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია გარდაიცვალა ჭრილობებისაგან, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მიიღო.
„19 მაისს დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გმობს ხურჩაში მომხდარ ფაქტს. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას”, — აღნიშნულია საქართველოს უშიშროების სამსახურის ინფორმაციაში რომელსაც თავის facebook გვერდზე შსს-ს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ავრცელებს.