საბერძნეთში ტრანსადრიატიკული გაზსადენის მშენებლობა იწყება

© photo: Sputnik / Эдуард Котляков / გადასვლა მედიაბანკშიგაზსადენის მშენებლობა
გაზსადენის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაზსადენი, რომელიც აირს TANAP-ის მაგისტრალით აზერბაიჯანიდან მიიღებს, საბერძნეთის, ალბანეთის, ადრიატიკის ზღვის გავლით, სამხრეთ იტალიაში Snam-ის ქსელს მიუერთდება.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. სალონიკში, სამშაბათს, ტრანსადრიატიკული გაზსადენის (TAP) მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.

ცერემონიაში მონაწილეობენ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი, საბერძნეთის ენერგეტიკული კომპლექსის ხელმძღვანელები, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური ელჩი საერთაშორისო ენერგეტიკულ საკითხებში ამოს ჰოკსტაინი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მაროშ შეფჩოვიჩი, ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი ტემენუჟკაპეტკოვა, ტრანსადრიადიკული გაზსადენის მმართველი დირექტორი იენ ბრედშოუ და TAP-ის კონსროციუმში შემავალი კომპანიების BP, SOCAR, Snam, Fluxis, Enagas და Axpo-ს წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე ასევე ელოდებიან დელეგაციებს პროექტის მონაწილე ქვეყნებიდან. 

გაზსადენის მშენებლობა - Sputnik საქართველო
ტრანსადრიატიკული გაზსადენის მშენებლობა 2016 წლის შუა პერიოდში დაიწყება

TAP-ის გაზსადენმა, რომელიც 880 კმ სიგრძისაა და წელიწადში მისი საწყისი სიმძლავრე 10 მილიარდი კუბომეტრია, პროექტ „შაჰ-დენიზი 2“-ის პროექტის გაზი უნდა მიიღოს TANAP-ის (Trans-AnatolianNaturalGasPipeline) მაგისტრალთან, საბერძნეთისა და თურქეთის საზღვარზე. გაზსადენმა უნდა გადაკვეთოს საბერძნეთი, ალბანეთი, ადრიატიკის ზღვა და იტალიის სამხრეთით Snam-ის გაზსატრანსპორტო ქსელს შეუერთდეს. მომავალში გათვალისწინებულია სიმძლავრის წელიწადში 20 მლრდ კუბომეტრამდე გაზრდის შესაძლებლობა.

საბერძნეთის ტერიტორიაზე გაზსადენის სიგრძე 550 კმ იქნება.

საბერძნეთის ენერგეტიკის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ გაზსადენი კარგ ენერგეტიკულ ეფექტს მოიტანს. შეფასებებით, ის 8-დან 10 ათასამდე ადამიანს დაასაქმებს, ბერძნული კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ სამუშაოებში და სამშენებლო მასალების მიწოდებაში.

ათენი TAP-ს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პროექტს — საბერძნეთი რეგიონის ენერგეტიკულ რუკაზე პირველად დაიკავებს ადგილს, გაზსადენს საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს და ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდებარეობას უფრო მნიშვნელოვანს ხდის. გარდა ამისა, საბერძნეთი დაახლოებით 2 მლრდ ევროს ოდენობის პირდაპირ ინვესტიციებს მიიღებს. 

ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
ბაქოში „გაზის სამხრეთი დერეფნის“ პროექტის დეკლარაციას მოეწერა ხელი

უფრო ადრე საბერძნეთის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროში ანონიმური წყარო იტყობინებოდა, რომ ხელისუფლება ტრანსადრიატიკული გაზსადენის პროექტის რეალიზაციით კმაყოფილია, ხოლო პირველი სამუშაოების დაწყების მნიშვნელობის აღსანიშნავად ცერემონიის გამართვა გადაწყდა.

„ვვარაუდობთ, რომ პროექტი გრაფიკის შესაბამისად განხორციელდება“, — განაცხადა ანონიმურმა წყარომ.

ტრანსადრიატიკული გაზსადენი — პროექტ  „გაზის სამხრეთი დერეფნის“ ნაწილია,  რომელიც 2019 წლისთვის გაზსადენი სისტემების TANAP-TAP–ის გაყვანას მოიაზრებს აზერბაიჯანული „შაჰ–დენიზის“  საბადოდან საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთის, ალბანეთის გავლით იტალიის სამხრეთისკენ.

პროექტს აშშ-ისა და ევროკომისიის სრული მხარდაჭერა აქვს.

აშშ-სა და ევროკომისიაში TAP-ს რუსული პროექტების (გაზის მიწოდება შავი ზღვის ფსკერის გავლით) კონკურენტ პროექტად განიხილავენ, თუმცა მისი სიმძლავრე ბევრად ნაკლებია. ვაშინგტონსა და ბრიუსელში იმედოვნებენ, რომ ახალი გაზსადენი „გაზპრომისგან“ ევროპული ბაზრის დამოუკიდებლობისთვის პირობებს შექმნის, შეასუსტებს რუსეთის გეოპოლიტიკურ გავლენას რეგიონში. 

გაზგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობამ „გაზპრომთან“ ხელშეკრულება დაამტკიცა

პროექტი „თურქული ნაკადი“, რუსეთსა და თურქეთს შორის გართულებული ურთიერთობების გამო, ამაჟამად არააქტუალურია, თუმცა მასზე საბოლოდ უარი არ განუცხადებიათ.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს კოტზიასმა 2015 წლის შემოდგომაზე განაცხადა, რომ ათენი საბერძნეთის ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის პროექტზე უარს არ ამბობს, თუ თურქეთი და რუსეთი შეთანხმდებიან და გაზსადენს საბერძნეთთან საზღვრამდე მოიყვანენ. გაზსადენ „თურქეთის ნაკადის“ სიმძლავრე წელიწადში 63 მლრდ კუბურ მეტრ გაზს ითვალისწინებს. თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე გაზის ჰაბის შექმნა იგეგმება. 

თხევადი აირის ტერმინალის მშენებლობით, TAP-თან ერთად, აშშ დაინტერესდა, რომელსაც პოლიტიკური ინტერესის (რუსული „გაზპრომის“ შევიწროება და განდევნა ევროპული ბაზრიდან) გარდა კომერციული ინტერესიც აქვს — ევროპაში ამერიკული ფიქალური აირის მიწოდების დაწყება. მისი ფასი, რუსულ ბუნებრივ აირთან შედარებით, ძალზე მაღალია. მოლაპარაკებებს ამ პროექტებთან დაკავშირებით ათენში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური ელჩი ჰოკსტაინი აწარმოებდა. 


ყველა ახალი ამბავი
0