ტრანსადრიატიკული გაზსადენის მშენებლობა 2016 წლის შუა პერიოდში დაიწყება

© photo: Sputnik / Эдуард Котляков / გადასვლა მედიაბანკშიგაზსადენის მშენებლობა
გაზსადენის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
იენ ბრედშოუს განცხადებით, მილები საბერძნეთში აპრილში ჩავა, გაზსადენის საძირკველი კი სალონიკში მიმდინარე წლის შუა პერიოდში ჩაისხმება.

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. ტრანსადრიატიკული გაზსადენის (ТАР) მმართველი დირექტორი იენ ბრედშოუ აცხადებს, რომ გაზსადენის მშენებლობა 2016 წლის შუა პერიოდში დაიწყება, იუწყება РИА Новости სააგენტო Trend–ზე დაყრდნობით.

ბაქოში მიმდინარე „გაზის სამხრეთი დერეფნის“ საბჭოს მინისტერიალზე ბრედშოუმ განაცხადა, რომ გაზსადენის გაყვანა საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მიმდინარე წლის შუა პერიოდში დაიწყება.

გაზის კომპრესორული სადგური, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანს საქართველოსა და თურქეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდა შეუძლია

„საბერძნეთში დიდ პროგრესს მივაღწიეთ. საბერძნეთის მთავრობის წყალობით მილები მიმდინარე წლის აპრილში ადგილზე იქნება, ხოლო საძირკველი წლის შუა პერიოდში ჩაისხმება. ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, საბერძნეთმა პროექტის წარმატებული დასაწყისისთვის ყველა აუცილებელი პირობა შექმნა“, — განაცხადა ბრედშოუმ.

ტრანსადრიატიკული გაზსადენი — პროექტ „გაზის სამხრეთი დერეფნის“ ნაწილია, რომელიც 2019 წლისთვის გაზსადენი სისტემების TANAP-TAP–ის გაყვანას მოიაზრებს აზერბაიჯანული „შაჰ–დენიზის“ საბადოდან საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთის, ალბანეთის გავლით იტალიის სამხრეთისკენ.

ყველა ახალი ამბავი
0