აზერბაიჯანს საქართველოსა და თურქეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდა შეუძლია

© photo: Sputnik / Stringerგაზის კომპრესორული სადგური, არქივის ფოტო
გაზის კომპრესორული სადგური, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ ადრე „შაჰ–დენიზის“ საბადოდან საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 მლნ კუბომეტრი ბუნებრივი აირი მოეწოდებოდა, ამჟამად მოწოდების მოცულობა 1,5 მლრდ კუბომეტრამდე გაიზარდა.

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. აზერბაიჯანი საქართველოსა და თურქეთში ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდას შეძლებს, განაცხადა აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა „გაზის სამხრეთის დერეფნის“ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, — იუწყება Риа Новости სააგენტო Trend-ზე დაყრდნობით.

აბდულაევის განცხადებით, „შაჰ-დენიზის“ საბადოდან დამატებით 500-700 მლნ კუბომეტრი ბუნებრივი აირის მიღების ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს.

„ამ გაზის ნაწილის გამოყენება აზერბაიჯანში შეგვიძლია, ხოლო ნაწილი შეგვიძლია საქართველოსა და თურქეთში გავგზავნოთ“, — ციტირებს სააგენტო აბდულაევს.

გაზგამანაწილებელი სადგური, საარქივო ფოტო - Sputnik საქართველო
SOCAR-ი საქართველოში გაზის მოწოდების მოცულობას გაზრდის

მისი თქმით, ადრე საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 მლნ კუბომეტრი მიეწოდებოდა, ამჟამად კი მიწოდების მოცულობა 1,5 მლრდ კუბომეტრამდე გაიზარდა.

აზერბაიჯანი საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარი იმპორტიორია. ქვეყანაში გაზის დეფიციტის ზრდასთან დაკავშირებით საქართველომ, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მიღების მიზნით, მოლაპარაკებები დაიწყო აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიასთან და რუსულ „გაზპრომთან“. ბუნებრივი აირის სავარაუდო მომწოდებლად ასევე განიხილება ირანი.

ყველა ახალი ამბავი
0