თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველოს „გაზპრომექსპორტთან“ ხელშეკრულება 2016 წლის ბოლომდე ძველი პირობებით იმოქმედებს-მთავრობამ ხუთშაბათს შესწორებების პროექტი დაამტკიცა, რომელიც ენერგეტიკის სამინისტრომ მოამზადა 2003 წელს მაისში გაფორმებული „საქართველოს ტერიტორიის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტის მოცულობის და პირობების შესახებ“ დოკუმენტისათვის.
დოკუმენტის თანახმად, საქართველო, სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ, გატარებული ბუნებრივი აირის 10 პროცენტს მიიღებს, იუწყებიან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში.
ხელშეკრულების ოფიციალურად ძალაში შესასვლელად, მხარეებმა, შპს „გაზპრომ ექსპორტმა“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ ხელი უნდა მოაწერონ საქართველოს მთავრობის მიერ დღეს მოწონებულ პროექტს,იუწყებიან ენერგეტიკის სამინისტროში.
მხარეები ძველ პირობებზე თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმდნენ ბოლო შეთანხმების ვადის გასვლის ორი თვის მერე. მოლაპარაკებები იმის გამო გაჭიანურდა, რომ „გაზპრომი“ ტრანზიტის გადასახადს ფულით, და არა გაზით დაჟინებით მოითხოვდა.
საქართველო რუსულ გაზს 2007 წლიდან აღარ ყიდულობს. გაზის ძირითად იმპორტიორი აზერბაიჯანი არის, რომელიც მარტის დასაწყისში მოწოდების მოცულობების გაზრდაზე დათანხმდა. 2012 წლიდან საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება თითქმის 38%-ით გაიზარდა.