თბილისი, 7 აპრილი —Sputnik. საქართველო როგორც მანამდე მიიღებს სომხეთში გაზის ტრანზიტისათვის საფასურის სახით მიწოდებული გაზის 10%-ს მიიღებს. შესაბამის ხელშეკრულებას „გაზპრომმა“ უკვე მოაწერა ხელი, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия" ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყერდნობით.
ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 2 თვეში, მხარეებმა მოილაპარაკეს თანამშრომლობაზე წინა ხელშეკრულებით არსებული პირობებით. მოლაპარაკებათა პროცესი „გაზპრომთან“ იმის გამო გაიწელა, რომ კომპანიას ტრანზიტის საფასურის გადახდა თანხით უნდოდა და არა ნედლეულით.
„კონტრაქტის ტექსტი შეთანხმებულია. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ რუსული კომპანიისაგან ტექსტის დადასტურება მიიღო. შეთანხმებული ტექსტი სამართლებრივი შეფასებისათვის გადაგზავნილია იუსტიციის სამინისტროში, რის შემდეგაც დოკუმენტი დასამტკიცებლად მთავრობას წარედგინება. მხოლოდ ამის სემდეგ შევა ის ძალაში“, — აღნიშნეს ენერგეტიკის სამინისტროში.
რუსულ გაზს საქართველო არ შეიძენს 2007 წლიდან. გაზის ძირითადი იმპორტიორია აზერბაიჯანი, რომელიც მარტის დასაწყისში დათანხმდა მოწოდების მოცულობის გაზრდას.
საქართველოში გაზის მოხმარების ზრდის გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა როგორც აზერბაიჯანთან, ასევე ირანთან. თუმცა კომპანია:სოკარის“ წინადადებები უფრო მისაღები აღმოჩნდა და მხარეებმა უკვე მოაწერეს ხელი 2011 წლის მეომრანდუმში შესწორებებს, რომლის თანახმადაც, საქართველოში გაზის მოწოდება გაიზრდება, ხოლო ფასები შემცირდება.
საქართველოში დღეისათვის დღე-ღამეში დაახლოებით 11 მილიონი კუბამეტრი გაზი შემოდის. მათგან 7 მილიონი — ეს აზერბაიჯანული გაზია „ყაზახის“ გაზსადენიდან, 3,2 მილიონი — „შაჰ-დენიზი-1“-ის ფაზის ფარგლებში ხოლო დარჩენილი 1,5-2 მილიონი რუსეთიდან სომხეთისათვის გაზის ტრანზიტის საფასურია.
საქართველოში ბინებრივი გაზის მოხმარება 2012 წლიდან თითქმის 38%-ით გაიზარდა.