Sputnik–ი სახალისო მასალას გთავაზობთ განწყობის ასამაღლებლად. ეს რეალური ამონარიდებია სასამართლო სხდომის ოქმებიდან, რომლებსაც სიტყვა–სიტყვით იწერენ სხდომების მდივნები.
• იურისტი: სექსუალურად აქტიური ხართ?
მოწმე: არა, უბრალოდ გაშოტილი ვწევარ ხოლმე.
• იურისტი: ექიმო, ახლა მიპასუხეთ, მართალია თუ არა, რომ თუ ადამიანი ძილში კვდება, მეორე დილამდე ამის შესახებ ვერ იგებს?
მოწმე: თქვენ ნამდვილად გაქვთ საადვოკატო გამოცდა ჩაბარებული?
• იურისტი: თქვენი ყველაზე უმცროსი, 20 წლის ვაჟი რამდენი წლისაა?
მოწმე: იმდენის, რამდენიც თქვენი IQ კოეფიციენტია — ოცის.
• იურისტი: როცა ფოტოს გიღებდნენ, იქ იყავით?
მოწმე: თქვენ რა, მაშაყირებთ?
• იურისტი: ესე იგი, ჩასახვის დღე 8 აგვისტოს დილა იყო?
მოწმე: დიახ.
იურისტი: და რას აკეთებდით ამ დროს?
მოწმე: ვჟიმაობდი.
• იურისტი: ქალს სამი შვილი ჰყავდა, არა?
ბრალდებული: დიახ.
იურისტი: აქედან რამდენი იყო ბიჭი?
ბრალდებული: არც ერთი.
იურისტი: და რამდენი იყო გოგო?
ბრალდებული: (მოსამართლეს) თქვენო ღირსებავ, შეიძლება ახალი და არაიდიოტი ადვოკატი ავიყვანო?
• იურისტი: რასთან დაკავშირებით შეწყდა თქვენი ქორწინება?
მოწმე: სიკვდილთან დაკავშირებით.
იურისტი: და ვის სიკვდილთან დაკავშირებით შეწყდა თქვენი ქორწინება?
მოწმე: აბა, თუ გამოიცნობთ…
• იურისტი: შეგიძლიათ აღწეროთ ის ადამიანი?
მოწმე: საშუალო სიმაღლისა იყო და წვერებიანი.
იურისტი: ქალი იყო თუ მამაკაცი?
მოწმე: ნუ, თუ ქალაქში ცირკი არ ჩამოსულა, მაშინ — კაცი.
• იურისტი: ექიმო, თქვენს პრაქტიკაში გაკვეთა რამდენი გვამისთვის გაქვთ ჩატარებული?
მოწმე: ყველა გაკვეთა მიცვალებულისთვის მაქვს ჩატარებული — ცოცხლები წინააღმდეგობას მიწევენ.
• იურისტი: თქვენი კვალიფიკაცია შარდის ანალიზის ჩაბარების უფლებას გაძლევთ?
მოწმე: და თქვენი ასეთი კითხვების დასმის უფლებას გაძლევთ?
• იურისტი: ეს myasthenia gravis საერთოდ მოქმედებს თქვენს მეხსიერებაზე?
მოწმე: დიახ, მოქმედებს, რაღაცეები მავიწყდება.
იურისტი: შეგიძლიათ გაიხსენოთ და მოგვიყვანოთ მაგალითი, რა დაგავიწყდათ?
• იურისტი: რამდენი წლისაა თქვენი ვაჟი, რომელიც თქვენთან ცხოვრობს?
მოწმე: 38 თუ 35 — ზუსტად არ მახსოვს.
იურისტი: და რამდენი ხანია, რაც თქვენთან ცხოვრობს?
მოწმე: 45 წელია.
• იურისტი: დაიმახსოვრეთ დრო, როდის დაიწყეთ გვამის დათვალიერება?
მოწმე: გაკვეთა 8:30 საათზე დავიწყე.
იურისტი: მისტერ დენტონი ამ დროს მკვდარი იყო?
მოწმე: არა, მაგიდაზე იჯდა და გაკვირვებული მეკითხებოდა, რატომ მიტარებ გაკვეთასო.
იურისტი: სანამ გაკვეთას დაიწყებდით, პულსი შეუმოწმეთ?
მოწმე: არა.
იურისტი: სისხლის წნევა გაუზომეთ?
მოწმე: არა.
მოწმე: შეამოწმეთ თუ არა, რომ აღარ სუნთქავდა?
მოწმე: არა.
იურისტი: მაშინ შესაძლებელია თუ არა, რომ პაციენტი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა გაკვეთა დაიწყეთ?
მოწმე: არა.
იურისტი: რატომ ხართ ამაში ასე დარწმუნებული, ექიმო?
მოწმე: იმიტომ, რომ პაციენტის ტვინი ქილაში იდო ჩემ საწერ მაგიდაზე.
იურისტი: გასაგებია… და, მაინც, შეიძლებოდა თუ არა, რომ პაციენტის გვამი ცოცხალი ყოფილიყო?
მოწმე: კი, შესაძლებელია ცოცხალიც იყო და იურისპრუდენციაში პრაქტიკაც ჰქონდა.