გსურთ განწყობის ამაღლება? მაშინ მოკალათდით და „სიცილის დედოფალის“ - მზია კვირიკაშვილის იუმორისტული ნომერი „საბავშვო ოთახი“ ნახეთ. მერწმუნეთ, ეს იუმორი გულგრილს არ დაგტოვებთ.
ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მზია კვირიკაშვილი გარდაიცვალა, თუმცა მისი იუმორი დღემდე ცოცხლობს და იგი ყველას კარგად ახსოვს.
მზია კვირიკაშვილი „იუმორინას“ თანაავტორი და შეუცვლელი წევრი იყო. წერდა ლექსებს, მუსიკას, გატაცებული იყო მხატვრობით.
სცენაზე დიდებული "სიცილის დედოფალი", ყოველდღიურობაში უბრალოებითა და მოკრძალებით გამოირჩეოდა და თავისი გამოჩენით თითქმის 30 წელი მუდამ ახარებდა საზოგადოებას. მეგობრები მას გულწრფელ, მზრუნველ და ყურადღებიან ადამიანად იხსენებენ, რომელსაც, თურმე, ყველაზე მეტად სიურპრიზების გაკეთება უყვარდა.