დავით თევზაძე: მუდმივი არც კოალიციები არსებობს და არც დედმამიშვილობა

© თ. ჩოჩუადავით თევზაძე
დავით თევზაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტიკური გაერთიანება „დავით თევზაძე - მშვიდობიანი საქართველოსთვის“ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. როგორც პარტიის დამფუძნებელმა დავით თევზაძემ „სპუტნიკს“ განუცხადა, ამჟამად მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება პარტიის რეგისტრაციისთვის.

პარტიის დამფუძნებელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე პარტიის გეგმებზე, საარჩევნო სიასა და სავარაუდო პარტნიორებზე ამ ეტაპზე კონკრეტულად არ საუბრობს, თუმცა ამის შესახებ ის დეტალურად უახლოეს მომავალში განაცხადებს.

— ჩვენი პარტიის პლაკატები თბილისის მეტროს რამდენიმე სადგურთან ხელმოწერის მაგიდებთან ერთად გამოჩნდება. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება და თქვენს მეგობრებსაც გაუზიაროთ. ყველას, ვისაც მხარდაჭერის დაფიქსირება მოგესურვებათ, მადლობას გიხდით. ეს მხარდაჭერა საჭიროა იმისთვის, რომ ჩემმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ საარჩევნოდ რეგისტრაცია გაიაროს, რაოდენობას მნიშვნელობა აქვს. არანაირი სხვა ვალდებულება, გარდა თანხმობისა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ, ხელმომწერს არ გააჩნია. ამის გამო ხელმოწერა შეუძლია ყველას, სქესის, მრწამსის, ეთნიკური წარმომავლობის, პარტიული კუთვნილებისა და საქმიანობის მიუხედავად (მათ შორის სამხედრო მოსამსახურეებსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენებლებს). ერთადერთი, რასაც კანონი ამ შემთხვევაში მოითხოვს, საქართველოს მოქალაქეობაა.

ენმ-ს მიტინგი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: სიტუაცია საქართველოში არჩევნების შემდეგ შეიძლება გამწვავდეს

- საარჩევნო სიაზე თუ დაიწყეთ მუშაობა? ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც თქვენ პარტიაში ვიხილავთ?

— არა, ნაადრევი არაფერი არ ვარგა, ნებისმიერი სია ბევრ პარამეტრზეა დამოკიდებლი. ივნისში-ივლისში უკვე ყველაფერი გახდება ცნობილი. მანამდე საუბარი არ მსურს.

- პოლიტიკური პარტნიორები თუ გყავთ, თუ დამოუკიდებლად აპირებთ მონაწილეობას არჩევნებში?

— ნათქვამია, ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო. ეს შეკითხვა ეკუთვნის იმ ნაწილს, როდესაც თქმით შავდება ხოლმე. დაველოდებით საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გამოცხადებას და ამის შემდეგ გავამჟღავნებთ როგორც ჩვენს შეხედულებებს, ასევე გამოიკვეთება ის წრე პოლიტიკური ჯგუფებისა, რომლებთანაც შესაძლებელი იქნება თანამშრომლობა.

დავით ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
დავით ზურაბიშვილი: კოალიციის დაშლა რომელიმე კონკრეტული სუბიექტის გამო არ მომხდარა...

- მმართველი კოალიციის დაშლა რამ განაპირობა?

— ამ კითხვაზე დალაგებულად რომ გიპასუხოთ, შიგნიდან უნდა ვფლობდე ინფორმაციას. თუმცა მიმაჩნია, რომ  პროცესი სავსებით დემოკრატიულია. მუდმივი არც კოალიციები არსებობს და არც დედმამიშვილობა. 

- საარჩევნო ბარიერის დაწევის მომხრე თუ ხართ? 

— ალბათ არ იქნებოდა ცუდი ბარიერის დაწევა. ვინაიდან ეს ბევრ პოლიტიკურ სუბიექტს შემოიყვანდა პოლიტიკაში, დემოკრატიის განვითარებისთვის ეს, რა თქმა უნდა, კარგია.

- როგორ პარლამენტს მივიღებთ 2016 წელს?

— ჯერჯერობით დღეს რაც ჩანს, ორზე მეტ პოლიტიკურ სუბიექტს ექნება საშუალება გავლენა იქონიოს საკანონმდებლო სივრცეზე. რა როგორ განაწილდება, ამას დრო და არჩევნები გვიჩვენებს.

- მმართველი გუნდის საქმიანობას როგორ აფასებთ ამ 4 წლის განმავლობაში?

დიმიტრი ხუნდაძე - Sputnik საქართველო
ხუნდაძე დარწმუნებულია, რომ არჩევნებს კოალიციის გარეშეც მოიგებენ

— შეიძლებოდა უფრო წარმატებული ყოფილიყო. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. არის რიგი დარგები, რომლებიც უბრალოდ ჩავარდა და თუ ასე გაგრძელდა, ეს სფეროები ან გაქრება, ან კატასტროფულ დონეზე დავა. მხედველოაბაში მაქვს განათლება და კიდევ ბევრი სხვა პრობლემა, რომელიც ადამიანის ყოფას ართულებს.

დადებითს რაც შეეხება, ადამიანებში ტოტალური შიში გაქრა. ვფიქრობ, ადამიანები არ ერიდებიან საკუთარი შეხედულებების გამოთქმას. პოლიტიკური სივრცე მეტ-ნაკლებად საინტერესო გახდა, რადგან ბევრი ამბიცია გამჟღავნდა. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ სახელმწიფო კარგავს გარკვეულ სივრცეებზე გავლენას და ეს არის ძალიან ცუდი…

თენგიზ ჩოჩუა


ყველა ახალი ამბავი
0