თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სიტუაციის გამწვავების ნიშნები შეინიშნება — ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ კენჭისყრის შედეგების გაყალბების გეგმებზე ალაპარაკდა, ამბობს პოლიტიკური საკითხების ექსპერტი რამაზ საყვარელიძე.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. 2012 წელთან შედარებით ბევრად მეტი რეალური კონკურენტია მოსალოდნელი. ამჟამად მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ წევრები საპარლამენტო ადგილებითვის ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იბრძოლებენ.
„ლოგიკურად ორი სცენარი არსებობს. პირველი — ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით თუ მოხდება, და მეორე — ხელისუფლების შეცვლა საპროტესტო აქციების გზით, ერთი სიტყვით, რევოლუციის გზით. მე მიმაჩნია, რომ მოვლენათა განვითარება მეორე სცენარით მოხდება“,-თქვა საყვარელიძემ.
მან ხაზი გაუსვა, რომ ფალსიფიკაციის თემის წამოწევა უკვე ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დაიწყეს. მათ განაცხადეს, რომ თავის ხმებს ბოლობდე დაიცავენ.
„ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ არჩევნების გაყალბებაში ხელისუფლების დადანაშაულებას შეეცდებიან და ამ მოწოდებებით ისინი ქუჩაში ხალხის გამოყვანას შეეცდებიან. ხოლო მოხდება თუ არა რეალურად გაყალბება-ეს უკვე სხვა საკითხია“,-აღნიშნა საყვარელიემ.
მაგრამ არჩევნების გაყალბება არამხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია, დარწმუნებულია ექსპერტი.
„არჩევნების გაყალბების სპეციალისტები „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ჰყავს. ამ დროს „ნაციონალებს“ სპეციალისტების გარდა, თითქმის ყველგან მომხრეებიჰყავთ-როგორც ძალოვან სტრუქტურებში, ასევე ხელისუფლების ადგილობრივ სტრუქტუტებში. ეს კი საკმარისია გაყალბებისთვის“,-თქვა საყვარელიძემ.
ექსპერტი დარწმუნებულია, რომ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, რომელიც კოალიციის საყრდენს წარმოადგენს, გაყალბება არ სჭირდება.
„ქართულ ოცნებას“ განსაკუთრებულად არც სჭირდება, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში უმრავლესობით იყოს წარმოდგენილი. ეს რომ ნდომებოდათ, მაშინ საარჩევნო ბლოკს არ დაშლიდნენ. ისინი ხმების თავის წილს ისედაც მიიღებენ და უკვე არჩევნების შემდეგ უმრავლესობის ჩამოყალიბებას შეეცდებიან. თუ გაყალბება ვინმეს სჭირდება, ეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“,-აღნიშნა საყვარელიძემ.
მეცხრე მოწვევის პარლამენტში მოხვედრის შანსი ყველა პარტიას აქვს, პატარასაც კი. ამისთვის ძალთა მობილიზაცია და კარგი პიარია საჭირო, ხაზი გაუსვა ექსპერტმა.