ოპოზიცია საპროტესტო აქციებით იმუქრება

© Mega TVირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიცია საარჩევნო სისტემის შეცვლას, კერძოდ, მაჟორიტარი დეპუტატების ინსტიტუტის გაუქმებას მოითხოვს.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი საპროტესტო აქციების დაწყებით იმუქრება, თუ საქართველოს ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის რეფორმირებას არ დათანხმდება.

არჩევნები - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში: როდის შეებრძოლებიან პარტიები ერთმანეთს

ოპოზიცია საქართველოში მაჟორიტარი დეპუტატების ინსტიტუტის გაუქმებას მოითხოვს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადრე საარჩევნო სისტემის რეფორმის ჩატარების პირობა დადო. ის არასაპარლამენტო ოპოზიციას შეხვედრების გამართვაზე ჯერ კიდევ იანვარში შეუთანხმდა.

„ხელისუფლება არ მოდის არანაირ დათმობაზე ოპოზიციასთან, არ მოდის საარჩევნო სისტემის და გარემოს შეცვლაზე, მას არ უნდა ქვეყანაში შექმნას სამართლიანი საარჩევნო გარემო და ეს დაუბრუნდება ძალიან ცუდად დღევანდელ ხელისუფლებას. არ გამოვრიცხავ ქუჩის აქციებს, არ გამოვრიცხავთ მივმართოთ პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას“, — განაცხადა ინაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ამჟამად საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს – პარლამენტი 77 პროპორციული სისტემით არჩეული და 73 მაჟორიტარი დეპუტატისგან შედგება.

ოპოზიციამ საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებების შესატანად აუცილებელი რაოდენობის ხელმოწერები შეაგროვა. შესწორებები უკვე წარედგინა პარლამენტს.

ყველა ახალი ამბავი
0