გამარჯვების დღე: ქართველების წვლილი ფაშიზმის განადგურებაში

© photo: Sputnik / Alexander ImedashviliПарк Ваке в Тбилиси - памятник Победе над фашизмом
Парк Ваке в Тбилиси - памятник Победе над фашизмом - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების წლისთავი. მეორე მსოფლიო ომში ასობით ათასი ქართველი იბრძოდა საბჭოთა არმიის შემადგენლობაში, მათგან 164-ს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.

საქართველოდან ფრონტზე დაახლოებით 700 ათასი კაცი წავიდა. ეს 40–იან წლებში ქვეყნის მოსახლეობის ერთი მეხუთედი იყო. წასულთაგან კი ნახევარი შინ აღარ დაბრუნებულა. 

დღეს საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 1296 ვეტერანი ცხოვრობს.

თბილისში მთავარი ადგილი, სადაც ამ დღეს აღნიშნავენ, ვაკის პარკია, სადაც უცნობი ჯარისკაცია დაკრძალული. აქ ადრიანი დილიდან იკრიბებიან ვეტერანები — სამხედრო ფორმაში გამოწყობილები და ჯილდოებით მკერდდამშვენებულები. 

ჭაღარა ფრონტელებს დღესასწაულს ქვეყნის ხელმძღვანელობა, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და საზოგადო მოღვაწეები ულოცავენ.  

ჯარისკაცის მამა - Sputnik საქართველო
გამარჯვების დღე საქართველოში - ზნეობრივი არჩევანი

ქართველები ომში 

ომის დაწყების პირველსავე დღეებში ფრონტზე ბევრი მოხალისე წავიდა. 

1941 წლის ივნისის ადრიანი დილით ფაშისტების დარტყმა ერთ–ერთმა პირველებმა ქართველებმაც იგემეს. ლეგენდარული ბრესტის ციხე-სიმაგრის დაცვის ბრძოლაში ასზე მეტი ქართველი მონაწილეობდა. მათგან მხოლოდ რამდენიმე, ისიც მძიმედ დაჭრილი და გონდაკარგული ჩავარდა ტყვედ. ციხე-სიმაგრის დანარჩენი დამცველები ბრძოლაში დაეცნენ. 

333–ე მსროლელ პოლკში, რომელსაც მაიორი ურთმელიძე ხელმძღვანელობდა, ასობით ქართველი იბრძოდა და თითქმის ყველა მათგანი შეეწირა დასავლეთ ბუგის ნაპირებზე ბრძოლას ომის პირველ დღეებში.  

იმ პირველ ბრძოლებში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ქართველმა არტილერისტმა, უფროსმა ლეიტენანტმა, საბჭოთა კავშირის გმირმა ვლადიმერ ხარაზიამ. საარტილერიო ნაწილმა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, მტრის ათობით ტანკი და საცეცხლე წერტილი მოსპო. 

ვაკის პარკი - Sputnik საქართველო
საქართველოში გამარჯვების დღეს ზეიმობენ

ომის დაწყებიდან პირველ ექვს თვეში მაიორ წურწუმიას ესკადრილიამ ექვსი პოლკი, შვიდი გერმანული და რუმინული ხომალდი, 200 ტანკი, 1200 ავტომობილი საომარი აღჭურვილობით, 14 თვითმფრინავი გაანადგურა და მტრის 10 აეროდრომი დაბომბა. ესკადრილიამ სარდლობის არაერთი უმნიშვნელოვანესი დავალება შეასრულა ბუქარესტის, პლოეშტისა და კონსტანცის სამხედრო ობიექტების დაბომბვით. 1941 წლის 30 დეკემბერს მაიორი წურწუმია დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ მას საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. 

და ეს მხოლოდ ომის დასაწყისში. ქართველები შემდეგ კიდევ წლების განმავლობაში იბრძოდნენ საბჭოთა კავშირ–გერმანიის ფრონტებზე.  

ვაკი პარკში გამარჯვების დღეს ზეიმობენ - Sputnik საქართველო
ომის ვეტერანი, რომელიც „სუპერ ბაბუა“ გახდა

ისინი ყველა გადამწყვეტ ბრძოლაში მონაწილეობდნენ: მოსკოვის მისადგომებთან, ლენინგრადის დაცვაში, სტალინგრადის ბრძოლასა თუ კურსკის რკალზე.  

მელიტონ ქანთარიას კი, რომელმაც ეგოროვთან ერთად 1945 წლის 9 მაისს რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა, 2016 წლის 10 მაისს თბილისში ძეგლს დაუდგამენ. 

ქართველი გმირების სია, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდნენ, უსასრულოდ დიდია და მათი ჩამოთვლა, უბრალოდ, შეუძლებელია. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ  საქართველოდან 700 ათას წარგზავნილთაგან 224 ათასი სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით დაჯილდოვდა, ხოლო 164–ს გმირის წოდება მიენიჭა. 


ყველა ახალი ამბავი
0