საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. 28-ე ტურის ანონსი

© GFF"ჩიხურა" - თბილისის "დინამო 1:0
ჩიხურა - თბილისის დინამო 1:0 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისევე, როგორც ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში, საქართველოშიც ჩემპიონი ფეხბურთში ეროვნული პირველობის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე განისაზღვრა. თბილისის „დინამო“ ჩემპიონატს მშვიდად ასრულებს და ბოლნისის „სიონის“ წინააღმდეგ ქვეყნის თასის ფინალზე ფიქრობს.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა გუნდებსაც მშვიდად შეუძლიათ ჩემპიონატის დასკვნითი სამი ტურის ჩატარება. იგივე „სიონი“თავგამოდებით მეოთხე ადგილისთვის იბრძვის, რაც მას შემდეგ სეზონში უეფას ევროპის ლიგაში მონაწილეობის უფლებას მისცემს.

ტურის ცენტრალური დაპირისპირება

ეჭვგარეშეა, რომ საანგარიშო ტურის მთავარი მატჩი 9 მაისს საჩხერეში გაიმართება, სადაც ადგილობრივი „ჩიხურა“, რომელსაც სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი უკავია, „სიონს“ უმასპინძლებს. ეს ბოლო თამაში იქნება, რომელშიც ბოლნისელ სტუმრებს მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა შეეძლებათ.

დინამო თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისის „დინამო“ ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონია

ამჟამად გუნდებს ოთხი ქულა ყოფს. იმ შემთხვევაში, თუ მასპინძლები გაიმარჯვებენ, მათ შემდეგ სეზონში ევროპული კამპანია გარანტირებული ექნებათ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ამჟამინდელი სეზონის ფარგლებში „ჩიხურამ“ თავის მოედანზე კარში სულ ოთხი გოლი გაუშვა, არმაზ ჯელაძის გუნდს ჩანაფიქრის განხორციელება გაუჭირდება.

„სიონს“ შემდეგ სეზონში ევროპაში მოხვედრის შანსი მაინც რჩება. ამისთვის ბოლნისელმა ფეხბურთელებმა საქართველოს თასი უნდა მოიპოვონ.

ბრძოლა გადარჩენისთვის

დარჩენილ სამ ტურში არანაკლებ მწვავედ დგას საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების საკითხი. გადარჩენისთვის სამი კლუბი — „ზუგდიდი“, „საპოვნელა“ და „მერანი“ სასოწარკვეთილი იბრძვის.

თბილისის დინამო - Sputnik საქართველო
თბილისის „დინამო“ - საქართველოს ჩემპიონი ფეხბურთში. XXVI ტურის შედეგები

ამჟამად სხვებზე უკეთ აქვს საქმე „მერანს“. მას მე-14 ადგილი უკავია. მაგრამ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ამ ტურში მარტვილელი ფეხბურთელები გასვლით მატჩს უშუალო კონკურენტებთან — ზუგდიდელებთან გამართავენ. ეს იქნება ნამდვილი win or die game. გუნდები ერთმანეთს 13-ჯერ შეხვდნენ და ამ შეხვედრებში მცირე უპირატესობა „ზუგდიდს“ აქვს. მან ექვსჯერ გაიმარჯვა. სამჯერ ფრე დაფიქსირდა, ხოლო ოთხი შეხვედრა „მერანმა“ მოიგო.

ამ შეხვედრით სარგებლობა „საპოვნელას“ შეუძლია, მაგრამ თერჯოლის გუნდს ქუთაისში „ტორპედოსთან“ არცთუ მარტივი ბრძოლა ელოდება წინ. სტუმრებს თავის ნუგეში მხოლოდ იმით შეუძლიათ, რომ „ტორპედოელები“ მოტივირებული უკვე აღარ არიან და ისინი, ახალი ჩემპიონატის მოლოდინში, უბრალოდ, ასრულებენ სეზონს.

საქართველოს თასი - Sputnik საქართველო
ფეხბურთში საქართველოს თასის ფინალი 18 მაისს ქუთაისში გაიმართება

ჩემპიონის საშინაო თამაში

თბილისის „დინამო“ ტურის მატჩს ლანჩხუთის „გურიის“ წინააღმდეგ მშობლიურ „დინამო არენაზე“ გამართავს. სტუმრები „მერანს“ ხუთი ქულით უსწრებენ და მხოლოდ სასწაულს შეუძლია, მომავალ სეზონში მათ ქართული ფეხბურთის ელიტაში დარჩენას ხელი შეუშალოს.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დედაქალაქის კლუბში ყველაზე მოტივირებული გიორგი ქვილითაია იქნება. ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელის ანგარიშზე 20 გატანილი გოლია და დიდი ალბათობით, ის თავისი ანგარიშის გაზრდას კიდევ უფრო შეეცდება.

28-ე ტურის მატჩების ცხრილი:

8 მაისი

„დილა“ – „საბურთალო“

ბათუმის „დინამო“ – „ლოკომოტივი“

„ცხინვალი“ – „შუქურა“

„ზუგდიდი“ – „მერანი“

„კოლხეთი“ – „სამტრედია“

„ტორპედო“ – „საპოვნელა“

9 მაისი

„ჩიხურა“ – „სიონი“

თბილისის „დინამო“ – „გურია

ყველა ახალი ამბავი
0