თბილისის „დინამო“ ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონია

© GFF"დინამო" თბილისი
დინამო თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული პირველობის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე დედაქალაქის გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. თბილისის „დინამომ“ გასვლით მატჩში ფოთის „კოლხეთს“ ანგარიშით 3:1 მოუგო და ეროვნული პირველობის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი მეთექვსმეტედ გახდა.

იური იარაბეკის გუნდმა მატჩის ბედი სასტარტო 25 წუთში გადაწყვიტა. მე-13 წუთზე პენალტი გიორგი ქვილითაიამ წარმატებით დაარტყა და ჩემპიონატზე თავისი მე-20 გოლი გაიტანა. 24-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა ჯაბა ჯიღაურმა გააორმაგა.

ამის შემდეგ თბილისელებმა განაგრძეს მასპინძლების კართან სახიფათო მომენტების შექმნა და გოლის გატანა უკვე მეორე ტაიმში, 71-ე წუთზე შეძლეს. გოლის ავტორია რენე.

ჩიხურა - ცხინვალი - Sputnik საქართველო
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. 26-ე ტურის ანონსი

 „კოლხეთმა“ საპასუხო გოლის გატანა 11-მეტრიანი საჯარიმოთი შეძლო. ომარ გოგონაიამ ბურთი ზუსტად დაარტყა და ამით შეხვედრის საბოლოო შედეგიც დაადგინა.

ამ გამარჯვების შემდეგ თბილისის „დინამოს“ აქტივში 67 ქულაა. „სამტრედიამ“, რომელიც მეორე ადგილის კანდიდატია, „ჩიხურასთან“ მატჩი ფრედ — 1:1 დაამთავრა, მის ანგარიშზე 54 ქულაა და ამით მან „დინამოელების“ დაწევის მათემატიკური შანსი დაკარგა.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ჩემპიონობა მეთექვსმეტედ გაიფორმა და ერთი წლის შემდეგ ტიტული დაიბრუნა, ამასთან, ის გარანტირებულად მონაწილეობს მომავალი სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგაში.

ყველა ახალი ამბავი
0