თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2015/2016 წლის სეზონის ფინალური მატჩი ქუთაისში გაიმართება, ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება.
საპასუხო ნახევარფინალში თბილისის „დინამომ“ გასვლითი მატჩი მოიგო „ჩიხურასთან“ და ორი მატჩის შედეგით გაიმარჯვა 5:1.
ბოლნისში კი „სიონის“ მეტოქე „ვიტ ჯორჯია“ იყო. ამ გუნდების პირველი დაპირისპირებაში ფრე 2:2 დაფიქსირდა. მეორე შეხვედრა კი „სიონის“ გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, სეზონის ერთ-ერთ მთავარ საფეხბურთო შეხვედრას ქუთაისი პირველად უმასპინძლებს. მატჩი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 18 მაისს ჩატარდება.