დადგება თუ არა ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხი

© FB / Мэрия Тбилисиთბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქის მერი კრიტიკის ობიექტი ოპოზიციის მოთხოვნების იგნორირების გამო გახდა, რომელსაც საკრებულოს „უმცირესობა“ ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით საკრებულოში მისვლას სთხოვს.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადება ღიად მიანიშნებს თბილისის მერის დავით ნარმანიას იმპიჩმენტზე, მიიჩნევს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. 

ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
რატომ თმობს ივანიშვილი რვა პროექტს

პარასკევს უსუფაშვილმა დავით ნარმანია ოპოზიციის მოთხოვნების იგნორირების შესაძლო არასახარბიელო  შედეგებზე გააფრთხილა. თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ნარმანიას ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით  კითხვებზე პასუხის გასაცემად საკრებულოში მისვლას თხოვს.

„პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, ფაქტობრივად, ნარმანიას იმპიჩმენტზე მიანიშნებს.  საკრებულოში ხმების შეგროვება მიმდინარეობს. იმისათვის, რომ ნარმანია საკრებულოში მოვიდეს, 17 ხმაა საჭირო“, — განაცხადა ელისაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ უსუფაშვილის განცხადების შემდეგ, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერია, საკრებულოში მისი მომხრეები ოპოზიციის მოთხოვნას მხარს დაუჭერენ. 

აპრილის ბოლოს ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ განცხადება გააკეთა ბაღის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის — 4 ჰექტარი ტერიტორიის, თაბორის მთაზე ანალოგიური ფართობის მქონე ტერიტორიაზე გაცვლასთან დაკავშირებით.

ამ ფაქტმა ოპოზიციას იმ დასკვნების გაკეთების საშუალება მისცა, რომ თბილისის მერია, რომლის იურისდიქციაშიც შედის ბოტანიკური ბაღი, ექს-პრემიერის ინტერესებს ატარებს, რომლის ინიციატივით ხორციელდება და ფინანსდება პროექტი „პანორამა თბილისი“. 

ბათუმის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
თბილისის შემდეგ ბათუმი - აურზაური ბოტანიკური ბაღების ირგვლივ

პროექტი „პანორამა თბილისი“ ითვალისწინებს საქართველოს დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ოთხ სხვადასხვა უბანში ოთხი კომპლექსის მშენებლობას სასტუმროებითა და ტურისტული ბიზნეს–ცენტრებით, რომლებიც ერთმანეთთან საბაგირო გზით იქნებიან დაკავშირებული. 

ვითარება მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის 29 ჰექტარი აუქციონის წესით გაიყიდა.  აუქციონის წესით აღნიშნული ტერიტორია „თანაინვესტირების ფონდმა“ შეიძინა. ოპოზიციამ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის მითვისება საქართველოს ექს-პრემიერს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს დააბრალა. 

თბილისის მერიაში კატეგორიულად გამორიცხავენ ოპოზიციის ბრალდებას ივანიშვილის ინტერესების შესახებ. 

თბილისი - Sputnik საქართველო
ივანიშვილმა მრავალმილიონიან "პანორამა თბილისს" საკუთარი ახირება უწოდა

ახალი გზის მშენებლობა დავით ნარმანიამ ქალაქის ცენტრის განტვირთვის სურვილით ახსნა, ხოლო რაც შეეხება ბოტანიკური ბაღის „გადაცემას“, მერის მოადგილემ კობა ლექვინაძემ ამ ფაქტს ბოტანიკური ბაღისთვის სასარგებლო უწოდა.

პარასკევს „თანაინვესტირების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს ტავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ განცხადება გააკეთა. მისი განმარტებით, ივანიშვილი მზადაა საქართველოში არსებული თავისი რვა პროექტი, მათ შორის „პანორამა თბილისი“ და ბოტანიკური ბაღის განვითარების პროექტი, თვითღირებულების შესაბამისად გაყიდოს.


ყველა ახალი ამბავი
0