რატომ თმობს ივანიშვილი რვა პროექტს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბოტანიკური ბაღი
ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ პროექტების საერთო ღირებულება, რომელთა დათმობასაც საქართველოს ექს-პრემიერი აპირებს, 574 მლნ აშშ დოლარია. მათო შორისაა თბილისის ცენტრში „პანორამა თბილისის“ გრანდიოზული პროექტი.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მზადაა საქართველოში არსებული თავისი პროექტები, თვითღირებულების შესაბამისად გაყიდოს, განაცხადა „თანაინვესტირებისფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი კერესელიძემ ბრიფინგზე. 

თბილისის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
არასამთავრობოებმა ბოტანიკური ბაღის გარშემო მოვლენები „პანორამა თბილისს“ დაუკავშირეს

ბოლო პერიოდში თბილისის ბოტანიკური ბაღის ირგვლივ ატეხილი ვნებათაღელვა არ ცხრება, რომლის ტერიტორიის ნაწილი (4 ჰექტარი) თაბორის მთაზე არსებულ ტერიტორიაში გაიცვალა, გარდა ამისა,  მიმდებარე ტერიტორიის 29 ჰექტარი აუქციონის წესით გაიყიდა. 

”პროექტების ინიციატორი და ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი მზად არის პროექტების განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მხოლოდ გაწეული დანახარჯების ანაზღაურებით, ყოველგვარი კომერციული სარგებლის გარეშე გადასცეს აღნიშნული პროექტები დაინტერესებულ ინვესტორს, რომელიც მოცემული პირობების ფარგლებში შეძლებს აღნიშნული პროექტების განვითარებას”, — განაცხადა ქარსელაძემ.

საუბარი მიდის 574 მლნ აშშ დოლარის ღირებულების რვა პროექტზე, მათ შორის „პანორამა თბილისის“ გრანდიოზული პროექტი თბილისის ცენტრში, ბოტანიკური ბაღის განვითარების პროექტი, შეკვეთილში ზღვისპირას  სასტუმროების მშენებლობა, აჭარაში სამკურნალო- გამაჯანსაღებელი ცენტრ „მაგნოლიას“ მშენებლობა და განმუხურში სასტუმროების მშენებლობა.


ყველა ახალი ამბავი
0