საქართველოში აბიტურიენტებს სიახლეები ელოდებათ

© photo: Sputnik / Fuad Gasanovგამოცდები
გამოცდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41,5 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული აბიტურიენტის მაგიდა პირველად იქნება აღჭურვილი კომპიუტერით, აღნიშნულია საქართველოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

დავალებებს აბიტურიენტები კომპიუტერის საშუალებით გაეცნობიან, მაგრამ პასუხების გაცემა წერილობითი სახით მოუწევთ.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლისთვის 41,5 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 44 ათასზე მეტი ადგილია.

ჯანდაცვის მინისტრი თამარ სანიკიძე - Sputnik საქართველო
საქართველოში პედაგოგთა 80%-მა ვერ შეძლო პროფესიული გამოცდების ჩაბარება

აბიტურიენტებს სამი სავალდებულო საგნის — ქართული ენის, უცხო ენისა და ზოგადო უნარების გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. მეოთხე საგანი, ფაკულტეტის მიხედვით,  არჩევითია.

მეოთხე საგნის შეცვლა აბიტურიენტებს 1 ივნისამდე შეუძლიათ.

წელს სიახლეა ის, რომ ტესტები ზოგად უნარებში აფხაზურ და ოსურ ენებზე იქნება თარგმნილი.

გარდა ამისა, საგამოცდო ბარათის (საშვი) მიღება ამიერიდან, გამოცდებისა და შეფასებების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე დარეგისტრირებით, ინტერნეტის საშუალებით იქნება შესაძლებელი. მანამდე ეს ბარათები მხოლოდ ცენტრში გაიცემოდა.

ლიკა ლობჟანიძე - Sputnik საქართველო
აბიტურიენტი: მოსწავლეები იძულებულნი არიან რეპეტიტორებთან მოემზადონ

აბიტურიენტები, რომლებიც გამოცდებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ, უფასო სწავლებისთვის გრანტს მიიღებენ. სახელმწიფო ასევე ნაწილობრივ (50% და 70%) დააფინანსებს მათ სწავლებას, ვინც მაღალი, მაგრამ არა მაქსიმალური ქულები მიიღო.

ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა საქართველოში 2005 წელს დაინერგა. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომნ ეს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმაა.

ყველა ახალი ამბავი
0