თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება რეპეტიტორებთან დამატებითი მეცადინეობების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია, თვლის თბილისის საშუალო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე ლიკა ლობჟანიძე.
ბოლო დროს საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, აბიტურიენტები სულ უფრო ხშირად მიმართავენ დახმარებისათვის რეპეტიტორებს, იმისათვის რომ უკეთ მოემზადონ უმაღლეს სასწავლებელში გამოცდების ჩასაბარებლად.
„დღეს ყველა მასწავლებლებთან ემზადება. ჩემი აზრით, საქართველოში არც ერთი სკოლა არ იძლევა ისეთ ცოდნას, რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად გეყოს. შესაბამისად ჩვენ ყველანი რეპეტიტორებთან ვემზადებით“, — უთხრა ლობჟანიძემ Sputnik-ს.
სამოდელო სააგენტოში მომუშავე ლიკას მიზანია საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტზე ჩაბარება, ამიტომ იფგი დამატებით გაკვეთილებზე დადის მათემატიკაში, ისტორიაში, ქართულსა და ინგლისურში.
მეთორმეტე კლასში გაკვეთილები ფაქტიურად არ ტარდება. ყველა რეპეტიტორთან ემზადება. მე 47-ე სკოლაში ვსწავლობ. ეს ძალიან კარგი სკოლაა, კარგი მასწავლებლებით. არც ცუდად ასწავლიან, მაგრამ როცა ავად ვიყავი ძალიან ჩამოვრჩი, ამიტომ იძულებული გავხდი დამატებით მემეცადინა რეპეტიტორებთან. ამასტან მისაღებ გამოცდებზე მინდა მაღალი ქულები მივიღო“, — აღნიშნა მან.
რეპეტიტორების მომსახურებისათვის თვეში 400 ლარზე მეტია საჭირო, თქვა ლობჟანიძემ.
იმისათვის რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა 4 საგანი უნდა ჩააბაროს — ქართული, უნარები, უცხო ენა და კიდევ ერთი არჩევითი საგანი.