განათლების მინისტრმა ქართულ სკოლებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა

© photo: courtesy of Teona Gogniashviliკომაროვის სახელობის სკოლა-ინტერნატი
კომაროვის სახელობის სკოლა-ინტერნატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლების დონის ასამაღლებლად საქართველოს სკოლებში მასწავლებლების პროფესიული განვითარების სქემა დავნერგეთ, ასევე გავზარდეთ ხელფასები, აღნიშნა სანიკიძემ.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. თბილისის სკოლების მოსწავლეები რეპეტიტორების მომსახურებით უფრო ხშირად სარგებლობენ, ვიდრე რეგიონების მოსწავლეები, სადაც გაკვეთილებს სავალდებულო და არასავალდებულო საგნებში არ აცდენენ და ამის წყალობით უმაღლეს სასწავლებლებში ირიცხებიან, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

მოთხოვნა კერძო რეპეტიტორებზე ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. ზოგიერთი სპეციალისტი ამას მისაღებ გამოცდებზე მაღალ მოთხოვნებს, ზოგი კი სკოლებში არსებულ განათლების დაბალ დონეს უკავშირებს.

მათემატიკური დავალება - Sputnik საქართველო
ექსპერტი: საქართველოში უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად სკოლის ცოდნა საკმარისი არაა

„თუ რეგიონების სკოლებში მოსწავლეთა დასწრებას თბილისის სკოლების მოსწავლეთა დასწრებას შევადარებთ, ნათლად დავინახავთ, რომ ამ საათებს დედაქალაქის მოსწავლეები რეპეტიტორებთან სიარულში ხარჯავენ. რეგიონებში, პრაქტიკულად, სრულფასოვანი დასწრებაა, რადგანაც სკოლა მათთვის ერთადერთი ადგილია, სადაც ცოდნას იღებენ და შემდეგ წარმატებით აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში“, — განაცხადა სანიკიძემ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“.

თავისი სიტყვების დასადასტურებლად მან აღნიშნა, რომ რეგიონის ბევრი სკოლადამთავრებული წარმატებით აბარებს გამოცდებს ამერიკის სახელმწიფო სან-დიეგოს უნივერსიტეტში. საქართველოში ამ უნივერსიტეტის წარმომადგენლობა არსებობს, რომლის დამთავრების შემდეგ ამერიკული დიპლომი გაიცემა.

„თუ ვნახავთ სან-დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამებს, იქ საქართველოს რეგიონებიდან, სოფლებიდან ბევრი ბავშვი ხვდება. სხვათა შორის, ბევრმა მისაღები გამოცდების ჩაბარება არა მხოლოდ ქართულ, არამედ ინგლისურ ენაზეც შეძლო“, — განაცხადა სანიკიძემ.

შაკო მეშველაშვილი - Sputnik საქართველო
ყველაზე პატარა ფერმერი საქმის გაფართოებაზე ოცნებობს

რეპეტიტორების ინსტიტუტი საქართველოში მუდამ არსებობდა, საბჭოთა ხელისუფლების დროსაც კი, როდესაც განათლების სისტემას ძალიან აქებდნენ, აღნიშნა მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრო საქართველოს სკოლებში განათლების დონის ამაღლებაზე აქტიურად მუშაობს. ამ მიზნით მასწავლებლების პროფესიული განვითარების სქემა დაინერგა, ასევე გაიზარდა ხელფასები.

მომავალში, ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში სხვა ღონისძიებებიც არის დაგეგმილი, რომლებიც მიმართული იქნება იმაზე, რომ სკოლამ მოსწავლისთვის საბაზო განათლების მიცემა შეძლოს, რაც უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებისთვის არის აუცილებელი.

ყველა ახალი ამბავი
0