ექსპერტი: საქართველოში უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად სკოლის ცოდნა საკმარისი არაა

CC BY 2.0 / David Goehring / Furiously Factoringმათემატიკური დავალება
მათემატიკური დავალება - Sputnik საქართველო
გამოწერა
უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად აბიტურიენტებმა ოთხი სავალდებულო გამოცდა უნდა ჩააბარონ. ამიტომ სწავლის გაგრძელების მსურველები ერთდროულად ოთხ საგანში უნდა მოემზადონ.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ის, ცოდნა, რასაც მოსწავლეები სკოლებში იღებენ, უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად საკმარისი არ არის, ამიტომ მათ დამატებითი მეცადინეობა სჭირდებათ, განაცხადა თბილისის აბიტურიენტთა ინტენსიური მომზადების ცენტრის დირექტორმა თამარ კვირკველიამ Sputnik-თან საუბარში.

ბოლო წლებში კერძო რეპეტიტორებისა და აბიტურიენტთა მომზადების ცენტრების საჭიროება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ზოგიერთი ექსპერტი ამას საქართველოს სკოლებში არსებულ განათლების დაბალ დონეს უკავშირებს.

სტუდენტები - Sputnik საქართველო
დასახელდა ყველაზე პოპულარული სპეციალობები საქართველოს აბიტურიენტებს შორის

„ბავშვებს რომ უნივერსიტეტში ჩაბარება სკოლაში მიღებული ცოდნით შეეძლოთ, მომზადების ცენტრები არ იარსებებდა. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებიც თვითონ სწავლობენ და დამოუკიდებლად აბარებენ, მაგრამ ისინი ცოტანი არიან“, — აღნიშნა კვირკველიამ.

მისაღები გამოცდების მოთხოვნები ძალზე მაღალია, მიიჩნევს კვირკველია, და მათ დასაკმაყოფილებლად აბიტურიენტთა უმრავლესობას ყველა საგანში უწევს მომზადება, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

ერთი საგნის ფასი ცენტრში 120 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ყველა საგანში ემზადება, მას გარკვეულ შეღავათს სთავაზობენ.

ცენტრში მსურველებს წელიწადში ორჯერ იღებენ — ოქტომბერსა და თებერვალში. სწავლა ივნისის ბოლომდე გრძელდება. ცენტრი 2007 წლიდან მუშაობს და ამ პერიოდში აქ მომზადებულმა აბიტურიენტებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს, განაცხადა მან.

ჯანდაცვის მინისტრი თამარ სანიკიძე - Sputnik საქართველო
საქართველოში პედაგოგთა 80%-მა ვერ შეძლო პროფესიული გამოცდების ჩაბარება

გაკვეთილები ერთ საგანში კვირაში სამჯერ ტარდება და საათნახევარი გრძელდება. თუ აბიტურიენტს ყველა საგანში უნდა მომზადება, მას ყოველდღე, შაბათის ჩათვლით მოუწევს სიარული. თითოეულ ჯგუფში მაქსიმუმ ექვსი ადამიანია“, — აღნიშნა კვირკველიამ.

კითხვაზე, რა ჯობია, ცენტრი თუ კერძო რეპეტიტორი, კვირკველიამ უპასუხა, რომ ყველაფერი მოსწავლის ინდივიდუალურ აღქმაზეა დამოკიდებული. არიან ბავშვები, რომელთაც ჯგუფში სწავლა, უბრალოდ, არ შეუძლიათ, ასეთ შემთხვევაში მშობლებს კერძო რეპეტიტორის აყვანას ურჩევენ.

„რაც შეეხება ჯგუფში მეცადინეობას, ჩვენ მივესალმებით ასეთ მეთოდს იმიტომ, რომ აბიტურიენტებს კონკურენციის გრძნობა უჩნდებათ და მეტად მოტივირებული არიან“, — აღნიშნა მან.

უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი რომ გახდეს, აბიტურიენტმა ოთხი სავალდებულო საგანი უნდა ჩააბაროს — ქართული ენა, ზოგადი უნარები, უცხო ენა და ერთი საგანი — შერჩევით.

ყველა ახალი ამბავი
0