საქართველოში პედაგოგთა 80%-მა ვერ შეძლო პროფესიული გამოცდების ჩაბარება

© facebook.com/mes.gov.geჯანდაცვის მინისტრი თამარ სანიკიძე
ჯანდაცვის მინისტრი თამარ სანიკიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტესტირება 6477-მა პედაგოგმა გაიარა, რომელთაგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 60% მხოლოდ 17%-მა გადალახა. ამასთან ყველაზე ცუდი მაჩვენებლები დაწყებითი კლასის მასწავლებლებს აქვთ.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. მასწავლებელთა 80%-ზე მეტმა ვერ შეძლო ტესტირების ჩაბარება მაპროფილებელ საგნებში, განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მანანა რატიანმა.

ტესტირება 6477-მა პედაგოგმა გაიარა, რომელთაგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი — 60% მხოლოდ 17%-მა გადალახა. ამასთან რატიანმა აღნიშნა,  რომ ყველაზე ცუდი მაჩვენებლები დაწყებითი კლასის მასწავლებლებს აქვთ. 

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, ტესტირების ასეთი შედეგები მოსალოდნელი იყო. 

„შედეგები რა თქმა უნდა არასახარბიელოა, მაგრამ უკეთესს არც ველოდებოდით. იქედან გამომდინარე, რომ ეს პრობლემა წლებია არსებობს, სახელმწიფომ სრუკად შეცვალა სისტემა, რომლის თანახმად,  ყოველ პედაგოგს შეუძლია გაიაროს გადამზადება. ეს სისტემა 2015 წლის სექტემბერში ამოქმედდა, ხოლო პირველი ტესტირება უკვე 2016 წლის ზამთარში ჩატარდა“, — თქვა სანიკიძემ საზიგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.

ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ მასწავლებლებს შეუძლიათ სამი წლის მანძილზე გადააბარონ ტესტები. 

„მათ შორის, ვინც ტესტირება ვერ გაიარა, ბევრია ვისაც ერთი ან ნახევარი ქულა არ ეყო. მათ შეუძლიათ განმეორებითი გამოცდის ჩაბარება“, — დასძინა მან. 

ამავე დროს მინისტრის თქმით, პრაქტიკული გამოცდები წარმატებით ჩააბარა პედაგოგთა დიდმა ნაწილმა. 

„ახალი სისტემა ხუთი წლის წინ რომ დაენერგათ,  ჩვენ სხვა შედეგები გვექნებოდა“, — თქვა მინისტრმა. 


ყველა ახალი ამბავი
0