თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ბიზნესადმინისტრირება, სამართალი და ეკონომიკა — ეს ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტებია საქართველოს აბიტურიენტებს შორის, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრის სპიკერმა.
უმაღლეს სასწავლებელში შემსვლელთა შორის ამ ფაკულტეტებზე მოთხოვნა, როგორც ცენტრში აცხადებენ, უკვე წლებია, არ იცვლება.
ყველაზე პოპულარულ პროფესიათა ათეულში ასევე შევიდა მედიცინა, ფსიქოლოგია, ტურიზმი, საერთაშორისო ურთიერთობები, კომპიუტერული მეცნიერებები, სამშენებლო მოდულები, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია.
გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია მოთხოვნა ქართული ენის ფილოლოგიისა და ისტორიის ფაკულტეტებზე, რაც, ცენტრის სპიკერის აზრით, ძალზე მნიშვნელოვანი მიმართულებებია „სახელმწიფოს სტრატეგიული განვითარებისთვის“.
აბიტურიენტთა ინტერესი სამშენებლო სფეროსადმი, ენერგეტიკის, ელექტროინჟინერიის, ქართული ენის ფილოლოგიისა და ისტორიისადმი იმითაა განპირობებული, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებებს აფინანსებს. სპიკერის თქმით, სახელმწიფოს ამ ინიციატივამ კარგად იმუშავა.
საქართველოს გამოცდებისა და შეფასებების ეროვნული ცენტრის თანამშრომელმა ასევე აღნიშნა, რომ ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი არასდროს ყოფილა უფასო, მაგრამ მოთხოვნა ყოველთვის დიდი იყო.
რაც შეეხება ეკონომიკის ფაკულტეტზე მოთხოვნას, სპიკერმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებისადმი ინტერესი მხოლოდ უფასო სწავლის შესაძლებლობასთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ იმასთანაც, რომ დასაქმება შედარებით იოლია. ბიზნესადმინისტრირება, სამართალი და ეკონომიკა — ეს ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტებია საქართველოს აბიტურიენტებს შორის, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრის სპიკერმა.