შრომის დაცვის საერთაშორისო დღე თბილისში საპროტესტო აქციით აღინიშნა

გამოწერა
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმა შრომის დაცვის საერთაშორისო დღეს პარლამენტის შენობასთან სამუშაო ადგილებზე დაღუპული ადამიანების ნივთები მოიტანეს.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმა შრომის დაცვის საერთაშორისო დღეს თბილისში შრომის ინსპექციის აღდგენის მოწოდებით აქცია ჩაატარეს და პარლამენტის შენობასთან სამუშაო ადგილებზე დაღუპული ადამიანების ნივთები მოიტანეს. Sputnik-ის ფოტოფირზე იხილეთ, როგორ მიმდინარეობდა აქცია.

რამდენიმე ათეულმა აქციის მონაწილემ  პარლამენტის შენობასთან პლაკატები მოიტანეს: „ვილოცოთ დაღუპულებზე და ვიბრძოლოთ ცოცხლებისათვის“, „თუ იქნება სოლიდარობა-ყველაფერი გამოვა“, „შრომა, სამართლიანობა, სოლიდარობა!“. 

აქცია - Sputnik საქართველო
პარლამენტთან გამართულ აქციაზე სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა ნივთები მიიტანეს

პროფკავშირების  წარმომადგენლები თვლიან, რომ ხელისუფლებამ შრომის უსაფრთხოების ტექნიკის დაცვის ქმედითი ინსპექცია უნდა შექმნას. აქციის მონაწილეებმა პარლამენტისა და მთავრობისადმი სპეციალური მიმართვა მოამზადეს, რომელშიც მოითხოვენ გარანტირებულ 8-საათიან სამუშაო დღეს, დასაქმებულ ქალთა უფლებების გაუმჯობესებას, ახალგაზრდობის დასაქმებას, უმუშევრობის დახმარების გაცემას, სამსახურში უბედური შემთხვევების დაზღვევის კანონის მიღებას, ასევე პროფკავშირების აქტივისტების დევნის შეწყვეტას. 

აქცია - Sputnik საქართველო
საქართველოში ყველაზე საშიში პროფესიები დასახელდა

„ეს დღე იმიტომ აღინიშნება, რომ ზოგიერთი ჩინისნის და ბიზნესმენის სიხარბესა და უგულობას „არა!“ უნდა ეთქვას. XXI საუკუნეში ადამიანები დარწმუნებული უნდა იყონ, რომ როდესაც მიდიან სამსახურში, სახლში დაბრუნებას შესძლებენ“,-  განაცხადა ჟურნალისტებთან გაერთიანებული პროფკავშირების თავჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.

2006 წლის იანვარში ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის გაუქმების შემდეგ, რომელიც შრომის დაცვის საკითხებზე მუშაობდა, უწყების მონაცემებით სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2007-2015 წლებში საქართველოში ტრავმებისგან 356 ადამიანი გარდაიცვალა, 642 კი მძიმედ დაშავდა.

© photo: Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმა შრომის დაცვის დღეს პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმა შრომის დაცვის დღეს პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს. - Sputnik საქართველო
1/9
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმა შრომის დაცვის დღეს პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს.
© photo: Sputnik / Levan Avlabreliაქციის მონაწილეებმა პლაკატები გამოფინეს, რომელზეც იმ ადამიანების კონკრეტული ციფრი იყო აღნიშნული, რომლებიც სამუშაო ადგილებზე დაიღუპნენ.
აქციის მონაწილეებმა პლაკატები გამოფინეს, რომელზეც იმ ადამიანების კონკრეტული ციფრი იყო აღნიშნული, რომლებიც სამუშაო ადგილებზე დაიღუპნენ. - Sputnik საქართველო
2/9
აქციის მონაწილეებმა პლაკატები გამოფინეს, რომელზეც იმ ადამიანების კონკრეტული ციფრი იყო აღნიშნული, რომლებიც სამუშაო ადგილებზე დაიღუპნენ.
© photo: Sputnik / Levan Avlabreliაქციის მონაწილეებმა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად პარლამენტის შენობის წინ სანთლები დაანთეს.
აქციის მონაწილეებმა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად პარლამენტის შენობის წინ სანთლები დაანთეს. - Sputnik საქართველო
3/9
აქციის მონაწილეებმა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად პარლამენტის შენობის წინ სანთლები დაანთეს.
© photo: Sputnik / Levan Avlabreliაქციის მონაწილეებმა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად პარლამენტის შენობის წინ სანთლები დაანთეს.
აქციის მონაწილეებმა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად პარლამენტის შენობის წინ სანთლები დაანთეს. - Sputnik საქართველო
4/9
აქციის მონაწილეებმა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად პარლამენტის შენობის წინ სანთლები დაანთეს.
© Sputnik/Леван Авлабрелиსაქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელთა საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან გაიმართა.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელთა საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან გაიმართა. - Sputnik საქართველო
5/9
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელთა საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან გაიმართა.
© ЛЕВАН АВЛАБРЕЛИაქციის მონაწილეებმა სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა ნივთები პარლამენტის შენობასთან მიიტანეს.
6/9
აქციის მონაწილეებმა სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა ნივთები პარლამენტის შენობასთან მიიტანეს.
© photo: Sputnik / Levan Avlabreliსამართალდამცავები პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას თვალყურს ადევნებენ.
სამართალდამცავები პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას თვალყურს ადევნებენ. - Sputnik საქართველო
7/9
სამართალდამცავები პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას თვალყურს ადევნებენ.
© photo: Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმა შრომის დაცვის დღეს თბილისში აქცია გამართეს.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმა შრომის დაცვის დღეს თბილისში აქცია გამართეს. - Sputnik საქართველო
8/9
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმა შრომის დაცვის დღეს თბილისში აქცია გამართეს.
© ЛЕВАН АВЛАБРЕЛИ"შრომა, სამართლიანობა, სოლიდარობა" - აქცია პარლამენტის შენობასთან.
შრომა, სამართლიანობა, სოლიდარობა - აქცია პარლამენტის შენობასთან. - Sputnik საქართველო
9/9
"შრომა, სამართლიანობა, სოლიდარობა" - აქცია პარლამენტის შენობასთან.
ყველა ახალი ამბავი
0