პარლამენტთან გამართულ აქციაზე სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა ნივთები მიიტანეს

© Sputnik/Леван Авлабрелиაქცია
აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში არ არის შრომის ინსპექცია, ამიტომ გაერთიანებული პროფკავშირების წევრები შეიკრიბნენ, რათა ხელისუფლება მოუწოდონ, შეიქმნას სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ტექნიკის სადამკვირვებლო უწყება.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებმა შრომის დაცვის მსოფლიო დღეს შრომის ინსპექციის აღდგენის მოწოდებით აქცია გამართეს. მათ პარლამენტის შენობასთან სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა ნივთები მიიტანეს.

2006 წლის იანვარში სახელმწიფო სამეთვალყურეო სამსახურის გაუქმების შემდეგ, რომელიც შრომის დაცვის საკითხებზე მუშაობდა, სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. საქართველოში 2007-2015 წლებში ტრავმებისგან 356 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 642 — მძიმედ დაშავდა. 

„ეს დღე იმისთვის აღინიშნება, რომ ზოგიერთი ჩინოვნიკისა და ბიზნესმენის სიხარბესა და უგულობას ვუთხრათ „არა!“. 21-ე საუკუნეში  ადამიანები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ როდესაც სამსახურში მიდიან, უკან სახლში დაბრუნდებიან“, — განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.

აქციის რამდენიმე ათეულმა მონაწილემ მოიტანა პლაკატები: „ვილოცოთ გარდაცვლილთათვის! ვიბრძოლოთ ცოცხლებისთვის!“, „თუ სოლიდარობა იქნება, ყველაფერი გამოგვივა“, „შრომა, სამართლიანობა, სოლიდარობა“.

პროფკავშირების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ შრომის უსაფრთხოებაზე დაკვირვებისთვის ქმედითი ინსპექცია უნდა შექმნას. 

© ЛЕВАН АВЛАБРЕЛИ"შრომა, სამართლიანობა, სოლიდარობა" - აქცია პარლამენტის შენობასთან.
შრომა, სამართლიანობა, სოლიდარობა - აქცია პარლამენტის შენობასთან. - Sputnik საქართველო
"შრომა, სამართლიანობა, სოლიდარობა" - აქცია პარლამენტის შენობასთან.

მათ პარლამენტისა და მთავრობისადმი სპეციალური მიმართვები მოამზადეს, სადაც მოითხოვენ გარანტირებულ 8 საათიან სამუშაო დღეს, დასაქმებული ქალების უფლებების გაუმჯობესებას, ახალგაზრდობის დასაქმებას, უმუშევრობის შემწეობას, სამუშაოზე უბედური შემთხვევების დაზღვევის შესახებ კანონის მიღებას, ასევე პროფკავშირების აქტივისტების დევნის შეწყვეტას. 

 „ბიზნესი უსაფრთხოების პრობლემის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს, რადგანაც ეს დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. არაფერი შეიცვლება, სანამ მთავრობა ბიზნესს გარკვეულ ვალდებულებებს არ დააკისრებს“, — განაცხადა მეტალურგთა და სამთო მომპოვებელთა პროფკავშირის თავმჯდომარემ თამაზ დოლაბერიძემ. 

© ЛЕВАН АВЛАБРЕЛИსაქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მიერ გამართული აქციის მონაწილეები
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მიერ გამართული აქციის მონაწილეები - Sputnik საქართველო
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მიერ გამართული აქციის მონაწილეები


ყველა ახალი ამბავი
0