საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის რვაგზის ჩემპიონია

© photo: Sputnik / Алексей Дружинин / გადასვლა მედიაბანკშიძიუდო, ევროპის ჩემპიონატი
ძიუდო, ევროპის ჩემპიონატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ასპარეზობაში რუსეთს ანგარიშით 3:2 სძლია.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ყაზანის ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის რვაგზის ჩემპიონი გახდა. 

ვარლამ ლიპარტელიანი - Sputnik საქართველო
ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა

პირველი ტატამზე ვაჟა მარგველაშვილი გავიდა (-66), რომელიც რუსმა სპორტსმენმა შეხვედრის ბოლოს იპონზე დააგდო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

ტატამზე ვაჟა მარგველაშვილი ნუგზარ ტატალაშვილმა (-73) შეცვალა, რომელმაც საბოლოო ანგარიში 1:1 გაათანაბრა.  

ავთანდილ ჭრიკიშვილმა (-81) რუსი მეტოქე ჯერ ვაზარზე, შემდეგ კი იპონზე დააგდო და საქართველოს ნაკრები დააწინაურა (2:1).

ვარლამ ლიპარტელიანმა რუს სპორტსმენთან გამარჯვებით საქართველოს ნაკრებს გადამწყვეტი გამარჯვება მოუტანა. 

ბოლო ფორმალური შეხვედრა ლევან მატიაშვილსა და რუს მეტოქეს შორის დამატებით დროში გადავიდა. 

ლაშა შავდათუაშვილი - Sputnik საქართველო
ძიუდოისტ შავდათუაშვილის ოქროს მედლის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა

მანამდე კი ქართველმა ძიუდოისტებმა ნახევარფინალში პოლონეთი დაამარცხეს. საკუთარი შეხვედრები მოიგეს ვაჟა მარგველაშვილმა (-66), ლაშა შავდათუაშვილმა (-73), ვარლამ ლიპარტელიანმა (-90) და ლევან მატიაშვილმა (+100), ხოლო გიორგი პაპუნაშვილი (-81) დამარცხდა.

რაც შეეხება რუსეთის გუნდს, მან ნახევარფინალში საფრანგეთს 3:2 სძლია. 

ფინალში გავიდნენ რუსი ქალი ძიუდოისტები, რომლებმაც ნახევარფინალში ფრანგი ძიუდოისტი ქალები დაამარცხეს.  ფინალში რუსი ძიუდოისტები პოლონელ სპორტსმენებს შეებრძოლენ და დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ასპარეზობაში რუსეთს ანგარიშით 3:2 სძლია.

ევროპის პირველობა ყაზანში ქართული ჰიმნით დასრულდა.


ყველა ახალი ამბავი
0